ექთნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, „საექთნო მოვლის მეთოდების მასტერკლასი“ ჩატარდა.

ექთნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საზოგადოებრივ კოლეჯებში  ,,ფანასკერტელი“  და „ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემია“ –  „საექთნო მოვლის მეთოდების მასტერკლასი“   ჩატარდა,  რომელსაც საქართველოს კარიტასის სასწავლო -საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიქაძე და ექთანი ტრენერი  ნინო ფერაძე უძღვებოდნენ.  „მასტერკლასის“  მიზანი, სტუდენტებისათვის პაციენტის მოვლის პრინციპების გაცნობა იყო. სტუდენტები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ შეთავაზებულ აქტივობაში.