• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

ჩვენს შესახებ

Home / ჩვენს შესახებ

ჩვენი ხედვა

სახარებისეული მცნებებით შთაგონებული, ეკლესიის სოციალური სწავლებით დამოძღვრილი, უპოვართა გამოცდილებებითა და იმედებით გამდიდრებულისაქართველოს კარიტასიიღწვის ქართულ საზოგადოებაშისიყვარულის ცივილიზაციისდასამკვიდრებლად, სადაც:
  • დაცულია ყოველი ადამიანის ღირსება და ძირითადი უფლებები;
  • უზრუნველყოფილია მშვიდობა, სამართლიანობა, გულმოწყალება და სოლიდარობა;
  • საერთო-საზოგადოებრივი ინტერესები პირადულზე მაღლა დგას;
  • მოსახლეობის გაჭირვებული ფენების პოტენციალი გამოყენებულია საზოგადოების გასაუმჯობესებლად;
  • გარემოს დაცვა საყოველთაო საზრუნავია.
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა ადამიანური რესურსების განვითარება, სოციალური სამართლიანობის დაცვა, გაჭირვებული ადამინებისათვის ხელის გამართვა ქრისტიანულისულისკვეთებით, მათი ღირსებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.
ამ მისიის შესასრულებლად  „საქართველოს კარიტასი“:
  •  იზიარებს „საერთაშორისო კარიტასისა“ და „ევროპის კარიტასის“ ძირითად ფასეულობებსა და პრინციპებს;
  •  ხელს უწყოფს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას სიღარიბისა და უსამართლობის წინააღმდეგ, მათი გამომწვევი მიზეზების გაცნობიერებას;
  • სიღარიბესა და სოციალურ უსამართლობასთან ბრძოლის მიზნით თანამშრომლობს ეკლესიებთან, რელიგიურ და საერო ორგანიზაციებთან საქველმოქმედო, განვითარებისა თუ სოციალურ სფეროებში;
  • გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის ქმედებებს, მოსახლეობის გაჭირვებული ფენების საზოგადოებრივ რეფორმებში ჩართვის მიზნით;
  • ცდილობს საზოგადოებას უჩვენოს ადამიანთა, კულტურათა და რელიგიათა შორის ურთიერთობის მაგალითი;
  • ინსტიტუციონალური განვითარების მიზნით, თავის ორგანიზაციულ პროცესებში რთავს სემინარებს, ტრენინგებს და ორგანიზაციული განვითარებისაკენ მიმართულ სხვა ღონისძიებებს.