• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

ჩვენი ფასეულობები

Home / ჩვენი ფასეულობები

ადამიანის ღირსება

ყოველი ადამიანი არის შექმნილი ღმერთის ხატად. შესაბამისად, ისინი არიან ფასდაუდებელნი და პატივისცემის ღირსნი, როგორც ადამიანთა ოჯახის წევრნი.

 

საქართველოს კარიტასი: დაარსების დღიდან, ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს, რომელთა მთავარი მიზანია ადამიანების ღირსებისა და ძირითადი უფლებების დაცვა, მიუხედავად მათი ეროვნების, ეთნიკურობის, სარწმუნოების, სქესისა თუ უნარ-ჩვევების.

 

 

 

ღარიბებისთვის არსებობა

კარიტასი იღებს ვალდებულებას, რომ იბრძოლოს უკიდურესი გაჭირვების წინააღმდეგ, რომელიც ართმევს ხალხს ღირსებას და ადამიანობას, და დაიცვას ღარიბთა უფლებები.  ღარიბებსა და მოწყვლად ადამიანებს ესაჭიროებათ სპეციალური ზრუნვა.  ღვთის თვალში მათ საჭიროებებსა და უფლებებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

საქართველოს კარიტასი: ღარიბებზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა. საკუთარი საქმიანობის მეშვეობით,  მიზნად ვისახავთ, რომ გავაუმჯობესოთ ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი.

 

 

საერთო დოვლათი

საერთო დოვლათი გულისხმობს თითოეული ადამიანის უფლებებისა და პასუხისმგებლობის პატივისცემას.  ეს მიიღწევა მაშინ, როდესაც ერთად ვიმუშავებთ საზოგადოების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ინდივიდებს არ აქვთ შეუზღუდავი უფლებები საზოგადოების სხვა წევრების სასარგებლოდ, მაგრამ არც ინდივიდუალური უფლებები უნდა შეიზღუდოს სხვების საჭიროებების გამო.

საქართველოს კარიტასი: საერთო დოვლათის გასაუმჯობესებლად და ყველასთვის სასარგებლო საქმიანობის განსახორციელებლად, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საზოგადოების ყველა შესაბამის სექტორთან.

 

 

დედამიწის ღირებულებების უნივერსალური დანიშნულება

დედამიწა და ყველა ქმნილება განკუთვნილია თოთოეული ადამიანისთვის. კერძო საკუთრების ქონა მისაღებია, მაგრამ ასევე გვაკისრია პასუხისმგებლობა დავრწმუნდეთ, რომ ყველას აქვს საკმარისი ღირსეული ცხოვრებისათვის. თუ გვაქვს იმაზე მეტი, რაც გვჭირდება,  ჩვენ გაგვაჩნია სოციალური პასუხისმგებლობა, დავეხმაროთ მათ ვისაც ეს მეტად ესაჭიროება.

საქართველოს კარიტასი: ჩვენი ყველა პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის თოთოეული ადამიანის ღირსების პატივისცემა, რათა ქვეყანაში დამყარდეს სოლიდარობა, მშვიდობა და სამართლიანობა, ხოლო საერთო საზოგადოებრივი ინტერესი ინდივიდუალურ ინტერესზე მნიშვნელოვანი იყოს.

 

სოლიდარობა

ყველა მიეკუთვნება ერთიან ადამიანთა ოჯახს და ყველას აქვს ვალდებულება ხელი შუწყოს ხალხის კეთილდღეობას მსოფლიოში.

 

საქართველოს კარიტასი: ჩვენ ვცდილობთ, რომ საზოგადოების წვერებში დავნერგოთ სოლიდარობა, არა როგორც სიმპათიის გრძნობა, არამედ თანაგრძნობის; რომ დავაყენოთ საკუთარი თავი ღარიბების ადგილზე და დავინახოთ მსოფლიო მათი პერსპექტივით.

 

 

 

ზრუნვა

კარიტასი იღებს ვალდებულებას, რომ იყოს სოლიდარული არა მხოლოდ ხალხის, არამედ მთლიანი ქმნილების მიმართ და შესაბამისად, ცდილობს ყოველთვის გაუფრთხილდეს გარემოს.

 

საქართველოს კარიტასი:  ჩვენი მოხალისეები ხშირად ახორციელებენ აქციებს, რომელიც მოიცავს გარემოს დასუფთავებას და გამწვანებას.

 

 

 

 

საწყისიდან გლობალურობამდე

კარიტასი უსმენს ღარიბებს, საჭიროებისამებრ საუბრობს მათი სახელით და უპირველეს ყოვლისა, მათ თავად აძლევს საუბრის საშუალებას.

 

საქართველოს კარიტასი:  განვითარების პროგრამა ეხმარება თემის წევრებს გაათვითცნობიერონ მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა და ის, რომ არავის არ შეუძლია მათზე უკეთესად მოაგვაროს მათივე პრობლემა.

 

 

 

 

სწავლა და განვითარება

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ორგანიზაციული ცოდნის შეძენას, გამოცდილებებისა და იდეების გაცვლის მეშვეობით, რათა შემდგომში შეძენილი ცოდნა ეფექტურ ქმედებად გარდავქმნათ.

 

საქართველოს კარიტასი:  ჩვენ მიზნად ვისახავთ ინსტიტუციური განვითარების განხორციელებას ორგანიზაციაში სწავლებისა და შესაძლებლობის გაუმჯობესების ინტეგრაციის მეშვეობით.

 

 

 

პარტნიორობა და თანამშრომლობა

კარიტასი მუშაობს პარტნიორობის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს ყველა სახის ურთიერთობას წევრ ორგანიზაციებს შორის. პარტნიორობა ითვალისწინებს გრძელვადიან ვალდებულებას შეთანხმებული მიზნების, ფასეულობების, სტრატეგიებისა და ინფორმაციის საფუძველზე.

საქართველოს კარიტასი: ჩვენ მზად ვართ დავამყაროთ მჭიდრო სამუშაო ურთიერთობები ქრისტიანულ და საერო ორგანიზაციებთან, ასევე სხვადასხვა აქტორებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვასა და მისიას.

 

 

მოწმეობა

ჩვენ ვამოწმებთ ჩვენს რწმენას, არა მარტო სიტყვებით, არამედ ჩვენი საქმით, თუ როგორ ვმოქმედებთ სამყაროში. ეს მოწმეობა ვლინდება გახსნილობაში, გამჭვირვალობასა და ხილვადობაში. ჩვენ ვეცდებით, რომ კარიტასების კონფედერაციის ფარგლებში და მის გარეთ,  კომუნიკაციის გზა შეესაბამებოდეს ჩვენს სახელმძღვანელო პრინციპებსა და ფასეულობებს.