• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

შორ მანძილზე გაშვილება

Home / შორ მანძილზე გაშვილება
  • "No one has ever been poor by giving" - Anne Frank

საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი პროექტს, “შორ მანძილზე გაშვილება”, 2003 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ნებისმიერ ადამიანს, შეუძლია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვის ან ხანდაზმულის დახმარება, რომელიც უკვე ჩართულია საქართველოს კარიტასის სხვადასხვა პროექტებში.
 ვის შეგიძლია დაეხმარო?

  • ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვს ან არასრულწლოვანს, რომელსაც გარკვეული დროის მანძილზე ქუჩაში, უკიდურეს გაჭირვებაში მოუწია ცხოვრება; ბავშვს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახიდან; მზრუნველობამოკლებულ ან სოციალურად დაუცველ ახალგაზრდას.
  • მარტოხელა მოხუცს, რომელიც ყველანაირ ყურადღებასა და დახმარებას არის მოკლებული. პენსიონრები, რომლებიც სახელმწიფოსგან თვეში დაახლოებით 60 ევროს ოდენობის პენსიას იღებენ.

 

პროექტში გავწევრიანება საკმაოდ ადვილია !

ჩამოტვირთეთ  ანკეტა აქ, შეავსეთ  და გააგზავნეთ “შორ მანძილზე გაშვილების” პროექტის კოორდინატორთან.

ან გააკეთეთ შემოწირულობა ონლაინ ფორმის შევსებით! 

შემოსაწირი თანხა არის 20 ან  25 ლარი თვეში, ან 200-300 ლარი წელწადში. შესაძლებელია გადმორიცხოთ პირდაპირ საქართველოს კარიტასის ან მასთან ასოცირებულ პარტნიორების ანგარიშზე.

საქართველოს კარიტასი თავის მხრივ, პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას თქვენს შვილობილზე, წერილების, მისალოცი ბარათებისა და სურათების მეშვეობით. ხოლო თუ სტუმრობას და ბავშვის ან მოხუცის მონახულებას ისურვებთ, ყოველთვის სიხარულით დაგხვდებით.

ასევე, გვსურს  მადლიერება გამოვხატოთ ყველა იმ ადამიანის, ოჯახის, სამრევლოს და ასოციაციის მიმართ, რომლებიც წლების მანძილზე ეხმარებიან ჩვენს ბავშვებსა და მოხუცებს.

უღრმესი მადლობა თანადგომისთვის!

________________________________________________________________________________________________________________

 

 დავით მხეიძე

“შორ მანძილზე გაშვილების” პროექტის კოორდინატორი

ნუცუბიძის მე-2 მ-რ, ჟღენტის ქ.3ა

0183 თბილისი, საქართველოს

ტელ/ფაქსი:  (+995 32) 221 78 19

მობ: (+995 595) 032815

ელ. ფოსტა: david.mkheidze@caritas.ge