• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

შინმოვლის განვითარება საქართველოში

Home / შინმოვლის განვითარება საქართველოში

 

შინმოვლის მიზანი: პაციენტების ცხოვრების ხარისხის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა. კონკრეტულად, ადამიანების, რომლებსაც დროებითი თუ მუდმივი ფიზიკური ან გონებრივი პათოლოგიების გამო, დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი აქვთ შეზღუდული. პაციენტთა დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობის აღდგენა, მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ჰოსპიტალიზაციისაგან პრევენცია.

 

შინმოვლის პროექტი ითვალისწინებს პაციენტთათვის სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდებას სახლის პირობებში, სახლში მოვლას. შინმოვლის არსია ლოგინს მიჯაჭვული პაციენტების უზრუნველყოფა სამედიცინო დახმარებით (პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია, აუცილებელიმედიკამენტების მიწოდება), მათი მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში (გადაადგილება, პერსონალური ჰიგიენის მოწესრიგება), პაციენტების და მათიმომვლელების რესურსების და შესაძლებლობების ამოცნობა, ზრდა და მხარდაჭერა (ინფორმირება, განათლება, უნარების განვითარება), პაციენტების და ახლობლების უზრუნველყოფა ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარებით (მხარდაჭერა ჯანსაღი სოციალური გარემოს შესაქმნელად, ასევე საჭირო სერვისებისმისაღებად და ა.შ.), პაციენტთა უზრუნველყოფა საჭირო დამხმარე საშუალებებით (ინვალიდის ეტლი, ყავარჯნები და ა.შ.).

 

პარტნიორები: გერმანიის გარიტასი; კარიტას საფრანგეთი; გერმანიის ფედერაციის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტრო; თბილისისა და გორის მუნიციპალიტეტები; კერძო კოლეჯებისა და ექთნების ასოციაციები; საქართველოს ზრუნვის პლატფორმა; 27 პროფესიული განათლების ცენტრი; “Renovabis“, გერმანია

დაფარვის არეალი: პროექტი ხორციელდება თბილისის, ქუთაისის, ოზურგეთის, გორისა და რუსთავის რეგიონებში. ყოველწლიურად შინმოვლის სერვისები მიეწოდება 700–ზე მეტ ადამიანს.

  • img08

    მარიამ მიქაძე

    პროექტის კოორდინატორი

    ტელ/ფაქსი: +(995 32) 2343892
    მობ.: +(995) 5 91 229 706
    ელ-ფოსტა: mikadzemaiko@gmail.com

  • img08

    ოლენა გურგენიძე

    პროექტის კოორდინატორი გორში