• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

შინმოვლა

Home / შინმოვლა

ახალციხის მოსახლეობისათვის 2018 წლიდან ხელმისაწვდომი გახდება შინმოვლის მომსახურება.

საქართველოს კარიტასის სტრატეგიული მიზანია გაზარდოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე. ამ სტრატეგიის ფარგლებში ფართოვდება ორგანიზაციის  „სამედიცინო პუნქტები“- ს პროექტი. პროექტით გათვალისწინებულია 50 სოციალურად დაუცველი ბენეფიციარის მომსახურება წელიწადში. ამჟამად მიმდინარეობს მზადება პროექტის განხორციელებისთვის. მომსახურება დაიწყება მარტის შუარიცხვებში.

ეს არის შინმოვლის პირველი პროექტი სამცხე ჯავახეთის რეგიონში, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ზრუნვის სისტემის განვითარებას რეგიონში.