• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მომსახურება

Home / ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მომსახურება

სერვისის ბენეფიციარები არიან 5-დან 18 წლამდე ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ან/და მუშაობენ ქუჩაში და რისკის ჯგუფის ბავშვები.

 

მიზანი: ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების გამოვლენა , სასიცოცხლო საჭიროებებით უზრუნველყოფა, ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება, ან სხვა გრძელვადიან სერვისებში განთავსება.

მობილური ჯგუფები

მობილური ჯგუფის  ამოცანაა, მოხდეს ბავშვის ქუჩიდან განრიდება.

მობილური ჯგუფის წევრები – მძღოლი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და თანასწორგანმანათლებელი – ამყარებენ კონტაქტს, აფასებენ ბავშვის და მისი ბილოლოგიური ოჯახის მდგომარეობას.

პარალელურად ბავშვებთან ახორციელებენ სხვადასხვა  ტიპის აქტივობებს: ასწავლიან ბავშვებს წერა-კითხვას, აწვდიან ინფორმაციას ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე, სხვადსხვა დაავადებებზე და მავნე ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეულ უარყოფით გავლენაზე, ორგანიზებას უწევენ სპორტულ და გასართობ აქტივობებს.

თუ ვერ ხერხდება ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია,  მობილური ჯგუფი სთავაზობს ბავშვებს მიუსაფარ ბავშვთა ცენტრებში არსებულ სხვადასხვა სერვისებს, ან მათზე მორგებულ ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებას.

 

მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრი და მასთან არსებული ღამის თავშესაფარი ქ. თბილისსა და ქ.რუსთავში

ცენტრში ბავშვების მიღება/ჩარიცხვა ხდება, როგორც მობილური ჯგუფის და პოლიციის  მომართვის, აგრეთვე  ბავშვის სურვილისამებრ. დღის ცენტრში და ღამის თავშესაფარში არსებული სერვისების მეშვეობით, ბავშვებს აქვთ საშუალება: მიიღონ შხაპი და გაირეცხონ სამოსი, მიიღონ სეზონური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, უზრუნველყოფილნი იყვნენ ცხელი საკვებით. სოციალური მუშაკები ზრუნავენ ბავშვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება/მოწესრიგებაზე. ფსიქოლოგის დახმარებით  ბენეფიციარები სწავლობენ საკუთარი ემოციების მართვასა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობას სწორი კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გამოყენებით. ასევე, ცენტრში ბავშვები სწავლობენ საზოგადოებაში მიღებულ ქცევის ნორმებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გარდა, ბავშვები ღებულობენ ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის აუცილებლობაზე, მავნე ნივთიერებების გამოყენებით ჯანმრთელობაზე მიყენებულ უარყოფით გავლენაზე და სხვადასხვა დაავადებებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების სწავლას და განვითარებას. ისინი სწავლობენ წერა-კითხვასა და ელემენტარულ მათემატიკას. ერთვებიან ინკლუზიური განათლების სისტემაში.  ბავშვები ღებულობენ ინფორმაციას სხვადასხვა პროფესიებზე, ეუფლებიან პროფესიულ უნარ-ჩვევებს ცენტრში არსებულ სახელოსნოებში. ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მოსამზადებლად, სოციალური და სასიცოცხლო უნარჩვევებით აღჭურვის მიზნით, ტარდება სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებები. მოზარდები სწავლობენ თავისუფალი დროის აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებასსპორტულ და ინტელექტუალურ ღონისძიებებში მონაწილეობით.

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების გარდა ხდება იმ ბავშვების დახმარება, რომლებიც ყველა სახის საშიშროების და ძალადობის რისკის წინაშე დგანან. წლის განმავლობაში, თბილისის  და რუსთავის სერვისით სარგებლობს, 500-მდე ბავშვი და მოზარდი.

 

პარტნიორები: “საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო”; „გერმანიის კარიტასი“; “Kindermissionswerk”; „იტალიის ავტონომიური რეგიონი  ფრიული-ვენეცია ჯიულია”„კარიტას უდინე“ (იტალია); „მისია ონლუსი“ (იტალია); ლიბერთი ბანკი; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  (GWP); რუსთავის წყალი “RWC”; რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის თანამშრომლეთა საქველმოქმედო ფონდი.

ადგილმდებარეობა: დღის ცენტრი და მასთან არსებული სადღეღამისო თავშესაფარი „ჩემი სახლი“

მანჯგალაძის ქ. 59, ქ. თბილისი

                               დღის ცენტრი და მასთან არსებული სადღეღამისო თავშესაფარი „თბილი სახლი

ფალიაშვილის ქ. N 18 სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ქ. რუსთავი