• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

უსახლკარო ადამიანების დაცვა და მათზე ზრუნვა

Home / უსახლკარო ადამიანების დაცვა და მათზე ზრუნვა
  • House of Hope

 

თავშესაფარი უსახლკაროთათვის ქ. ბათუმში: “დორმიტორი”

 

“დორმიტორი”-ს მიზანი: უზრუნველყოს  უსახლკარო ადამიანები ღამის გასათევი ადგილით და სოციალური რეაბილიტაცია.

 

2003 წლიდან, პროექტი ემსახურება უსახლკარო ადამიანებს, ვისაც ესაჭიროება ღამის გასათევი ადგილი. გარდა ამისა, თავშესაფარი ბენეფიციარებს უზრუნველყოფს პირველადი დახმარებით,  ჰიგიენის, ჯანმრთელობისა თუ ფსიქოლოგიური პრობლემების შემთხვევაში.  აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ სოციალურ რეაბილიტაციაში.

 

პარტნიორები: ასოციაცია  A.B.C.S და  Daquialàპირადი  შემოწირულობები

ადგილმდებარეობა: მიტაქსას ქუჩა 10, ქ. ბათუმი

 

 

“იმედის სახლი” ქ. ბათუმში

 

“იმედის სახლი”-ს მიზანი: დაეხმაროს “დორმიტორი”-ს ბენეფიციარებს განიკურნონ ალკოჰოლზე დამოკიდულობისგან.

 

პროექტი დაიწყო 2005 წელს,  რათა დაეხმაროს “დორმიტორი”-ს  ბენეფიციარებს თავი დააღწიონ ალკოჰოლზე დამოკიდებულებას.   “იმედის სახლი” (Casa Della Speranza) ყოველდღე მასპინძლობს 6 ბენეფიციარს.

ბენეფიციარების რეაბილიტაცია შემდეგი მეთოდებით ხორციელდება:

  1. ადამიანის გაძლიერება;
  2. სოციალური ჩართულობა და ურთიერთობის აღდგენა;
  3. რეაბილიტაცია და ღირსების აღდგენა.

პარტნიორები: ასოციაცია  Amici di don Baldo და ასოციაცია A.B.C.S

ადგილმდებარეობა: კახაბერის ქუჩა 6, ბათუმი