29 იან
  • By Nino Gambashidze
  • Cause in

სტაჟირება “საქართველოს კარიტასი”-ს კომუნიკაციის დეპარტამენტში

სამუშაოს აღწერა და  პიროვნული მახასიათებლები

 

პოზიციის დასახელება:სტაჟიორი
დაკავშირებულია:  კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერი
სამუშაო განაკვეთი:  50%,  მოქნილი
ხანგრძლივობა:6 თვე
მთავარი მიზანი:კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერის ხელმძღვანელობით,  შექმნას „პიარ“ პუბლიკაცია და მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის გარე კომუნიკაციების განხორციელებაში.

 

 

სამუშაო პირობები:

სტაჟიორი იმუშავებს საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების დეპარტამენტში. მისი ძირითადი მოვალეობა იქნება პერსონალური ისტორიების ან სტატიების დაწერა. წარმატებული ნამუშევრები კი გამოქვეყნდება „კარიტას ევროპის“ და „კარიტას ინტერნაციონალისი“-ს ვებ-გვერდებზე.

ანაზღაურდება მგზავრობის საფასური.

სტაჟირების  ბოლოს, სტაჟიორს გადაეცემა სერთიფიკატი  და სამუშაო დახასიათება მისი შესრულებული, ათვისებული საუშაოს მიხედვით.

 

სამუშაო მოვალეობები:

  • ბენეფიციარებთან შეხვედრა და მათი ისტორიების სამუშაო ვერსიების შექმნა
  • სტატიების და ინტერვიუების სამუშაო ვერსიების შექმნა
  • დახმარება სოციალური მედიის მართვაში (Instagram, Linkedin, Twitter, YouTube)
  • ონლაინ ბანერების და „პოსტების“ შექმნა
  • ფოტო-სურათების გადაღება
  • ღონისძიებების და კამპანიების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება
  •   სხვა შესაბამისი ინიციატივების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და დაკისრებული დავალებების შესრულება

 

პიროვნული  მახასიათებლები:

 აუცილებელისასურველი
განათლება და გამოცდილებაუმაღლესი სასწავლებლის მესამე კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებულიჟურნალისტიკის ფაკულტეტი
წერითი და ანალიტიკური უნარები
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნარუსული  და იტალიური ენების ცოდნა
ესსეების, ისტორიების, ბლოგის ან სტატიების წერის  გამოცდილებაგამოქვეყნებული ნაშრომი
სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის სურვილი; საქველმოქმედო სფეროში მუშაობის ინტერესისოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება
საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარებიAdobe Photoshop, Illustrators – ის კარგად ცოდნა
სოციალური მედიის მართვის გამოცდილება
კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება

 

პიროვნული მახასიათებლებიანალიტიკური უნარი
კრეატიული
თვით-განვითარებაზე ორიენტირებული
გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები
კეთილსინდისიერი და ლოიალური
მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი
სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედეულების მიმართ პატივისცემა

 

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და მოკლე ისტორია (მაქსიმუმ 500 სიტყვა) საკუთარი თავის შესახებ, ელ. მისამართზე: nino.gambashidze@caritas.ge ; ტელ: 591 22 34 15

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ  პოზიციის დასახელება

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა:        04.02.18

 

ორგანიზაციის შესახებ:    საქართველოს კარიტასი არის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც კათოლიკური ეკლესიი მიერ,  1994 წლის 3 ნოემბერს დაარსდა. საქართველოს კარიტასის მისია არის  უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და  სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში. ორგანიზაციამ, დაარსების დღიდან, საქართველოში მრავალი პროექტი განახორციელა, რათა დახმარებოდა ყველაზე მოწყვლად, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს,  მიუხედავად მათი ეროვნებისა თუ რელიგიური კუთვნილებისა.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge;  https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/

Nino Gambashidze