31 იან
  • By Tea Lolua
  • Cause in

“საქართველოს კარიტასი” აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე

თანამდებობა:                        საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

მომსახურება/პროექტი:      შინმოვლის განვითარება საქართველოში

დასაქმების ტიპი:                   ხელშეკრულება

ვაკანსია ღიაა:                        ყველა დაინეტრესებული პირისთვის

ხანგრძლივობა:                       გრძელევადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;

ადგილმდებარეობა:              თბილისი, საქართველო

 სამუშაო მიზანი:

ჯანმრთელობის  დაცვის პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი პასუხისმგებელია განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის დროული და ეფექტური გაშუქება;

  • შეიმუშაოს საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმა
  • მჭიდროდ ითანამშრომლოს მედია საშუალებებთან და საზოგადოებასთან, რათა უზრუნველყოს პროგრამის საქმიანობის გაშუქება და საზოგადოებაში პროგრამის ცნობადობის გაზრდა და ხელი შეუწყოს პროექტის მიზნების მიღწევას ;
  • მოამზადოს რადიო და ტელე გადაცემები და ბეჭვდითი ინფორმაცია ინგლისურ და ქართულ ენაზე პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძებების და მიღწევების შესახებ საქართველოს ყველა რეგიონიდან, სადაც პროგრამა მუშაობს, კერძოდ, რეგულარულად მოამზადოს სიახლეები.
  • მონაწილეობა მიიღოს პროგრამის ღონისძიებების მომზადებაში (კონფერენცია, სემინარი, მრგვალი მაგიდა) და უზრუნვეყოს
  • მოამზადოს პრესრელიზები და გამოცემები ქართულად და ინგლისურად;
  • კონსულტაცია გაუწიოს პროექტის თანამშრომლებს პროგრამის   პრომო მასალების მომზადებისათვის.
  • შეადგინოს ისტორიები ბენეფიციარებზე.
  • უზრუნველყოს პროექტში მინმდინარე აქტივობების ფოტო და ვიდეო ასახვა
  • შეიმუშაოს გეგმა თემაზე“ აქტიური დაბერება“ კამპანიიის წარმართვისათვის მედიასაშუალებებთან ურთიერთობის კონსულტანთან ერთად.
  • უზრუნველყოს საქართველოს კარიტასის საიტზე და  ინფორმაცის განთავსება და განახლება
  •  საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხემძღვანელობის  სხვა დავალებებს

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება

კვალიფიკაცია

გამოცდილება

უმაღლესი

საზოგადოებასთან ურთერთობა, ჟურნალისტიკა

მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთერთობის ან მასმედიის სფეროში

ქართულად წერისა და კომუნიკაციის სრულყოფილი უნარები

ინგლისური ენის ცოდნა წერისა და კომუნიკაციის უნარი

სასურველი: რუსული ენის ცოდნა

ჰონორარი/ ხელფასი:

საქართველოში არსებული მსგავსი პოზიციების ხელფასების ოდენობაზე და გამოცდილებზე დაყრდნობით.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე : ia.adeishvili@caritas.ge

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის შიგნით:

 განაცხადის გამოქვეყნების თარიღი:                  31.01.2018

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა:            5.02.2018

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:  

 განაცხადის გამოქვეყნების თარიღი:                  5.02.2018

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა:            12.02.2018

ორგანიზაციის შესახებ:           

საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის  უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge;   https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;

 

Tea Lolua