• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი

Home / სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი

 

სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის მიზანი: უზრუნველყოს პაციენტის შეზღუდული შესაძლებლობების, უნარ-ჩვევების რეაბილიტაცია, საზოგადოებაში შემდგომი რეინტეგრაციისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 

საქართველოს კარიტასის სამედიცინო პროგრამის სარეაბილიტაციო ცენტრი ქ. თბილისში ფუნქციონირებს 2005 წლიდან. იგი ემსახურება ქრონიკული დავადებების მქონე ან რეაბილიტაციის პროცესში მყოფი პირებს შემდეგი სერვისებით:

  • ფიზიოთერაპევტის კონსულტაცია;
  • ფიზიოთერაპევტური პროცედურები: ლაზერული და მაგნიტო თერაპია, ელექტროფორეზი, ულტრაფონოფორეზი და სხვა;
  • მანუალური თერაპია: მანუალური მასაჟის ლიმფოდრენაჟი;
  • კომპრესები, გადახვევები;
  • სამკურნალო ფისკულტურა.

სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ფსიქოთერაპიული აპარატებით და პაციენტებს ფართო სპეტქრის მომსახურებას სთავაზობს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, სარეაბილიტაციო ცენტრის მობილური ჯგუფები პაციენტებს შინმოვლის სერვისითაც უზრუნველყოფენ. მომსახურება, რომელსაც ცენტრი სთავაზობს პაციენტებს პოზიტიურად აისახება მათ ჯანმრთელობაზე, სოციალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლებს გავლილი აქვთ საჭირო ტრეინგები და ფლობენ თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს და საშუალებებს, რაც განაპირობებს მკურნალობის დადებით შედეგებს.

 

პროექტი არის თვითდაფინანსებული.

ადგილმდებარეობა: ქურდიანის ქუჩა 3, 0112 თბილისი

 

 

  • img08

    ნელი ვართანოვი

    პროექტის კოორდინატორი