• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

სამრევლო სოციალური მსახურება (PSM)

Home / სამრევლო სოციალური მსახურება (PSM)

 

პროექტის მიზანი: სოციალური დახმარების გაწევა მოწყვლადი ადამიანებისთვის, ოჯახებსა და თემებში საერთო პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნა.

 

2016 წელს, საქართველოს კარიტასმა წამოიწყო პროექტი “საქართველოს კათოლიკურ სამრევლოებში სოციალური მსახურების ანიმაცია და გაძიერება”. მიზნის მისაღწევად,  პროექტით გათვალისწინებულია სამრევლოებში კარიტასის ჯგუფების გაძლიერება (სადაც არსებობს) და ჩამოყალიბება (სადაც არ არსებობდა აქამდე), სამრევლოებში ახალი ძალების – მოხალისეების მომზადება, რომლის  მეშვეობითაც სამრევლოს ლიდერები შეძლებენ მოხალისეების მობილიზებას თვითგაძლიერებისა და თემის განვითარების მხარდასაჭერად.

პროექტში სულ 8 კათოლიკური სამრევლო მონაწილეობს (ლათინური, სომხური და ასირიულ-ქალდეური წესის) – თბილისიდან, ახალციხიდან, ადიგენისა დანინოწმინდის რაიონის სოფლებიდან და სოფელ გარდაბნიდან.

 

პარტნიორები: “კათოლიკური დახმარების სამსახური” (CRS), აშშ; “კარიტას იტალიანა”, იტალია

ადგილმდებარეობა: 3ა, ნუცუბიძის პლატო II, 0183 თბილისი