• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

სამედიცინო დისპანსერები სამცხე-ჯავახეთში

Home / სამედიცინო დისპანსერები სამცხე-ჯავახეთში

 

სამედიცინო დისპანსერების მიზანი: სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფლების მოსახლეობისთვის  პირველადი ჯანდაცვის მომსახურება ხელმისაწვდომი გახადოს.

 

პროექტის ფარგლებში, საქართველოს კარიტასის მობილური სამედიცინო ჯგუფი ახორციელებს ვიზიტებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და ადგილობრივ მოსახლეობაში (ვისთვისაც ხელმიუწვდომელია სამედიცინო მომსახურება) ატარებს დიაგნოსტიკურ კვლევებს დაავადებათა ადრეული გამოვლენილა და პრევენციის მიზნით. მობილური სამედიცინო ჯგუფი ასევე დახმარებას უწევს საქართველოს შორს მდებარე რეგიონების მოსახლეობას, გაზარდოს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა.

საქართველოს კარიტასის სამედიცინო მობილური ჯგუფი შედგება ექიმ–სპეციალისტებისგან და აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურით (ულტრაბგერითი აპარატი ორი გადამწოდით, ელექტროკარდიოგრაფი და სხვა). ისინი რეგიონების სოციალურად დაუცველი მოსახლეობას უზრუნველყოფენ სამედიცინო კონსულტაციწბით, გამოკვლევებით დ ააწვდიან მათ აუცილებელ მედიკამენტებს.

 

პარტნიორები: “შეერთებული შტატების კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენცია” (USCCB)

დაფარვის არეალი:  საქართველოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონი: სოფელი არალი, უდე, ხიზაბავრა, ნაოხრები და ვალე.

 

  • img08

    მიხეილ სურმავა

    პროექტის კოორდინატორი