• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

მცირე საოჯახო ტიპის სახლები

Home / მცირე საოჯახო ტიპის სახლები

 

 

მიზანი: მზუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახური პირობებით უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება.

 

მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ბავშვები უზრუველყოფილნი არიან ოთხჯერადი კვებით, სეზონური ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით. ბავშვები ღებულობენ ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას. ყველა ბავშვი იღებს  სავალდებულო განათლებას. საჭიროების  შემთხვევაში ჩართულნი არიან ინკლუზიური განათლების სისტემაში. სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით იღებენ პროფესიულ განათლებასა. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მსურველთათვის ხდება სხვადასხვა სასწავლო კურსების შეთავაზება.  მცირე საოჯახო ტიპის სახლის სპეციალისტები ზრუნავენ ბავშვების სოციალური და სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარების განვითარებაზე.

 

საქართველოს კარიტასი მართავს სამ საოჯახო ტიპის სახლს: ორი მათგანი ფუნქციონირებს ქალაქ თბილისში და ერთი – სოფელ მარტყოფში. სამივე სახლი ემსახურება 6-დან 18 წლამდე 28 მზრუნველობამოკლებულ ბავშვს. მარტყოფის  საოჯახო ტიპის სახლი წარმოადგენს ინტეგრირებულ გარემოს, სადაც  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელებიც ცხოვრობენ.

 

მცირე საოჯახო სახლები აქტიურად თანამშრომლობს  სოციალური მომსახურების სააგენტოსთან.

შესაძლებლობის შემთხვევაში განიხილება ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაცია, ან მიმღებ ოჯახში განთავსება, ან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება.

 

საოჯახო ტიპის სახლი „ათი მნათი“, თ. ერისთავის ქ #2დ, ქ. თბილისი

საოჯახო ტიპის სახლი „იმედის სხივი“, თ. ერისთავის ქ #2დ, ქ. თბილისი

საოჯახო ტიპის სახლი „ჩვენი სახლი“, გარდაბნის რ-ნის სოფ. მარტყოფი

 

პარტნიორები: საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; “შორ მანძილზე დახმარება”; “Kindermissionswerk”; “კათოლიკური დახმარების სამსახური” (CRS); ლიბერთი ბანკი; რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის თანამშრომლეთა საქველმოქმედო ფონდი.

 

  • img08

    მაია ქოიავა

    საოჯახო ტიპის სახლის „ათი მნათი“-ს ლიდერი

    მისამართი: თ. ერისთავის ქ. 2დ, გლდანი-ნაძალადევის რაიონი
    0192 თბილისი, საქართველო
    ტელ: 599 030342
    ელ-ფოსტა: maia.koiava@caritas.ge

  • img08

    მანანა მდივანი

    საოჯახო ტიპის სახლის „იმედის სხივი“-ს ლიდერი

    მისამართი: თ. ერისთავის ქ. 2დ, გლდანი-ნაძალადევის რაიონი
    0192 თბილისი, საქართველო
    ტელ: 599 030346
    ელ-ფოსტა: manana.mdivani@caritas.ge

  • img08

    თამარ ბლიაძე

    საოჯახო ტიპის სახლის „ჩვენი სახლი“-ს ლიდერი

    მისამართი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის რაიონი
    0192 თბილისი, საქართველო
    ტელ: 595 039983
    ელ-ფოსტა: tamar.bliadze@caritas.ge;