• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

მდგრადი რეინტეგრაცია ნებაყოფლობითი დაბრუნების შემდეგ

Home / მდგრადი რეინტეგრაცია ნებაყოფლობითი დაბრუნების შემდეგ
  • International Conference 2016 about Reintegration and Voluntary return

 

პროექტის მიზანი: დაეხმაროს ბელგიიდან საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებულ მიგრანტებს ქვეყანაში რეინტეგრაციაში.

 

პროექტის ფარგლებში, საქართველოს კარიტასი და მისი პარტნიორები ეხმარებიან საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებულ მიგრანტებს საყოფაცხოვრებლო პირობების გაუმჯობესებაში, ზოგ შემთხვევაში მცირე ბიზნესის წამოწყებაში და  სამდიცინო მკურნალობაში, მედიკამენტების შეძენაში.  სოციალური მუშაკი ეხმარება დაბრუნებულებს სხვადასხვა, მაგალითად, იურიდიული საკითხების მოგვარებაში, ბავშვების სკოლებში განთავსებაში ან ჯანდაცვის პროგრამებში მოხვედრაში. დახმარება ასევე გულისხმობს შემდეგს:

 

  • საქართველოში ბელგიიდან დაბრუნებულ პირებთან დაკავშირება და შეხვედრა;
  • სოციალური კონსულტაციებით უზრუნველყოფა და მათი მოთხოვნების განსაზღვრა;
  • მათი დახმარება საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად;
  • სამედიცინო, სოციალური, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება;
  • დახმარება პროფესიულ ტრეინინგებზე დასასწრებად;
  • დახმარება შესაძლო პროფესიულ რეორიენტაციის ტრეინინგებზე დასასწრებლად;
  • დაბრუნებულების დახმარება სამუშაო ადგილის ძიებაში და მოზარდების დახმარება სწავლის მისაღებად.

 

საქართველოს კარიტასი, ბელგიის  კარიტასთან პარტნიორობით ახორციელებს რეინტეგრაციის და ნებაყოფლობით  დაბრუნების საქმიანობას  2006 წლის მარტიდან დღემდე, ასევე 2006 წლის ივნისიდან  2011 წლის ივლისამდე თანამშრომლობდა Maatwerk, CORDAID ნიდერლანდებთან (ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო განვითარების კათოლიკური ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 36 ქვეყანასთან თანამშრომლობს), ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წელს საქართველოს კარიტასმა პირველად ითანამშრომლა ბულგარეთის კარიტასთან (კარიტას სოფია) ნებაყოფლობით დაბრუნების პროექტის ფარგლებში, რომელსაც  ევროპის ფონდი აფინანსებდა.

ბენეფიციარების რაოდენობა (წლების განმავლობაში დაფიქსირებულია):

2007 წელს – 3 შემთხვევა,

2008 წელს – 8 შემთხვევა,

2009 წელს – 5 შემთხვევა,

2010 წელს – 19 შემთხვევა,

2011წელს – 19 შემთხვევა,

2012 წელს – 20 შემთხვევა (21 დაბრუნებული),

2013 წელს- 24 შემთხვევა (43 დაბრუნებული),

2014 წელს- 31 შემთხვევა (36 დაბრუნებული),

2015 წელს- 35 შემთხვევაში (44 დაბრუნებული),

2016 წელს – 41 შემთხვევა  2016,ოქტომბერის მონაცემებით

 

 

პარტნიორები: ბელგიის სოციალური ინტეგრაციის სამინისტრო, FEDASIL (თავშესაფრის მაძიებელთა ფედერალური სააგენტო), ბელგიის კარიტასი.

ადგილმდებარეობა: თბილისი და საქართველოს რეგიონები.

 

 

ისტორია:

საქართველოდან მიგრაცია საკმაოდ  გავრცელებულ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. მიღებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 20% მიგრაციაში იმყოფება. ამის მთავარი მიზეზი უმუშევრობაა, ასევე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და მძიმე ცხოვრების პირობები. ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური მიზეზების გამოც ტოვებენ ქვეყანას.  ბოლო ათი წლის განმავლობაში ათასობით ადამიანი წავიდა საქართველოდან. ზოგიერთ ადამიანს და ოჯახს მწირი ინფორმაცია გააჩნია ევროპაში ცხოვრებისა და  საერთოდ  იქაური მდგომარეობის შესახებ, ბევრს იმედი აქვს რომ იპოვის სამსახურს,  გამოისწორებს ცხოვრების პირობებს და სოციალურად უფრო დაცული იქნება.

ევროკავშირის ქვეყნებში და განსაკუთრებით კი ბელგიაში, უფრო და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ნებაყოფლობითი დაბრუნების  კონცეფციას.

საქართველოს კარიტასის განვითარების პროგრამას გააჩნია მიგრაციის საკითხებზე მუშაობის ფართო სპექტრი,  როგორც ქვეყნის შიგნით  (პროექტები,რომელიც ეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს და მიგრაციის პრევენციას), ასევე ქვეყნის გარეთ, რეინტეგრაციის სფეროში ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა,   რაც გულისხმობს  საქართველოს მოქალაქეების ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებას.

ბელგიაში, უკვე 1984 წლიდან,  კარიტას ინტერნაციონალისის დახმარებას  უწევს ნებაყოფლობით დაბრუნებულ პირებს. ამ სფეროში თანამშრომლობა ბელგიის კარიტასის და საქართველოს კარიტასს შორის, როგორც უკვე აღვნიშნეთ  2006 წლის მარტიდან დაიწყო. პროექტით გათვალისწინებული დახმარება არ არის შეზღუდული და დამოკიდებულია თითოეული დაბრუნებული ადამიანის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. ამ დახმარების  აუცილებლობა და პრიორიტეტი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება სპეციალური კონსულტაციებისა და ურთიერთშეთანხმების შემდეგ.

2016 წლის სექტემბრიდან  საქართველოს კარიტასმა  დაიწყო ახალი პროექტი: ბელგიიდან და გერმანიიდან   ნებაყოფლობით დაბრუნებულების რეინტეგრაციის პროექტი. პროექტი ხორციელდება “ბელგიის კარიტასთან“   და ორგანიზაცია “Micado” (გერმანია) -თან თანამშრომლობით.  პროექტის მხარდამჭერია   “ევროკავშირის ფონდი”,  გერმანიის და ბელგიის სახელმწიფო უწყებები დროებითი თავშესაფარის მაძიებლებისთვის.  პროექტი სთავაზობს ფინანსურ დახმარებას  საქართველოდან  წასულ მიგრანტებს იმ შემთხვევაში თუ ისინი გადაწყვეტენ   ნებაყოფლობით სამშობლოში დაბრუნებას.

 

ტატიანა თოფაძე
პროექტის კოორდინატორი
საქართველოს კარიტასი
ნუცუბიძის ფერდობი მე II მ/რ, ჟღენტის ქუჩა, 3ა
0183 თბილისი, საქართველო
ტელ./ფაქსი:   (+995 32) 221 78 19
მობ: (+995 591) 22 34 19
ელ-ფოსტა:  tata.topadze@caritas.ge