• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

დღის ცენტრები

Home / დღის ცენტრები

სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების მომსახურება

                 

დღის ცენტრი მოწყვლადი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ქ. თბილისში

დღის ცენტრის მიზანი: სოციალურად დაუცველი ბავშვების ოჯახების გაძლიერება, ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა და მათი ინსტიტუციებში განთავსების პრევენცია.

დღის ცენტრში და ხელოვნების თერაპიის სტუდიაში, ყოველწლიურად 6-18 წლამდე ასაკის, 160 ბავშვს საშუალება აქვს გაატაროს თავისუფალი დრო დაცულ, მეგობრულ გარემოში და ჩართული იყვნენ საგანმანათლებლო-გასართობ აქტივობებში. ბავშვებთან მუშაობენ კვალიფიციური პედაგოგები და ფსიქოლოგები. შესაბამისად, ცენტრში ბავშვები სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას ღებულობენ. აგრეთვე, ყველა ბავშვი სადილობს კარიტასის სასადილოში.

დღის ცენტრში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების განათლებას: ისინი ღებულობენ პედაგოგების დახმარებას სასკოლო დავალებების მომზადებაში, დამატებით უტარდებათ ინგლისური, რუსული და ქართული ენის გაკვეთილები, ეუფლებიან კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს. აგრეთვე, ბავშვები ჩართულნი არიან ცეკვის, სიმღერის, თეატრის, ფეხბურთისა და კარატეს წრეებში. ისინი ასევე ეუფლებიან თმის ჭრის ხელობას. მიღებული უნარ-ჩვევები ბავშვებს მომავალში შეუძლიათ შემოსავლის წყაროდ გამოიყენონ. 16-18 წლამდე მოზარდები გამოიმუშავებენ სამსახურის მოძიებისათვის საჭირო უნარებს: რეზიუმეს მომზადებას, ინტერვიუზე თავის წარდგენას, ასევე ღებულობენ ინფორმაციას, თუ სად შეიძლება იყოს განთავსებული ინფორმაცია ვაკანტური ადგილების შესახებ.

პარტნიორები: საქართველოს მთავრობა, კარიტას საფრანგეთი

ადგილმდებარეობა: თორნიკე ერისთავის ქუჩა 2დ, 0192 თბილისი

 

დღის ცენტრი სოფელ არალში 

დღის ცენტრის მიზანი: ადგილობრივი ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და გასართობი სივრცის შექმნა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

დღის ცენტრში, სოფელ არალში მცხოვრები 90 ბავშვი იღებს განათლებას: ეუფლებიან ინგლისურ და ქართულ ენას, მათემატიკას, ხატვასა და კომპიუტერზე მუშაობას. აგრეთვე სწავლობენ გობელენის და თექის ნაწარმის შექმნის ტექნოლოგიას. მათ, ვინც აპირებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას, პედაგოგები გამოცდებისთვის მომზადებაში ეხმარებიან.

ყოველწლიურად, ცენტრი ორგანიზებას უწევს საზაფხულო ბანაკებს, სადაც  ბავშვები მოხალისეებთან ერთად ატარებენ კონცერტებსა და სხვადასხვა ღონისძიებებს.

პარტნიორები: კარიტას ამბროზიანა, “ელემოსინერია აპოსტოლიკა”

ადგილმდებარეობა: სოფელი არალი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი (სამხრეთ-დასავლეთი საქართველო)

 

 

დღის ცენტრი ვალეში  

დღის ცენტრის მიზანი:  მკვიდრი ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

ბავშვებისა და ახალგზარდების ცენტრი, ვალეში 2017 წლის თებერვალში გაიხსნა. ცენტრი 6-დან 18 წლამდე ასაკის 110  ბავშვს ემსახურება. ცენტრში ბავშვები დახმარებას იღებენ სასკოლო საგნების მომზადებაში. აგრეთვე, ისინი ეუფლებიან მათემატიკას, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, მუსიკას, რუსულს, ქართულ და ინგლისურ ენებს. აბიტურიენტები ემზადებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. გარდა ამისა, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში, ექსკურსიებსა და ლაშქრობებში.

პარტნიორები: კარიტას ამბროზიანა; საჯარო სკოლა და ადგილობრივი ადმინისტრაცია

ადგილმდებარეობა: ვალე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი,(სამხრეთ-დასავლეთი საქართველო)

 

დღის ცენტრი სოფელ ეშტიაში

დღის ცენტრის მიზანი: ადგილობრივი ბავშვების განათლების ხელშეწყობა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

ბავშვებისა და ახალგაზრდების დღის ცენტრი ოფიციალურად 2017 წლის 31 ოქტომბერს გაიხსნა. ცენტრში სოფელ ეშტიის ბავშვებს აქვს შესაძლებლობა, რომ შეისწავლონ ქართული და უცხო ენები, ტრადიციული ცეკვები, სიმღერები, ხელოვნება და დაეუფლონ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.

პარტნიორი: “კათოლიკური ახლო აღმოსავლეთის კეთილდღეობის ასოციაცია” (CNEWA)

ადგილმდებარეობა: სოფელი ეშტია, საქართველოს სამცხე-ჯავახეთი რეგიონი

 

  • img08

    თამარ ჩადუნელი

    ქ. თბილისში, დღის ცენტრის კოორდინატორი

    მისამართი: ერისთავის ქ. 2, გლდანი-ნაძალადევის რაიონი
    0192 თბილისი, საქართველო
    ტელ: 595 00 18 50
    ელ-ფოსტა: tamar.chaduneli@carits.ge

  • img08

    შოთა გიქოშვილი

    ქ. ვალეში, დღის ცენტრის კოორდინატორი

    ტელ: +995 557 20 08 09
    ელ-ფოსტა: shota.gikoshvili@caritas.ge