• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა

Home / დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა

 

მიზანი: ბავშვთა რეზიდენტული მომსახურებებიდან გასული ახალგაზრდების სოციალური ადაპტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების ხელშეწყობა.

დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის ფარგლებში,  ბავშვთა რეზიდენტული მომსახურებებიდან სრულწლოვანი ასაკის გამო გასული ახალგაზრდების თითოეულ შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად და ბენეფიციარები საჭიროებისამებრ იღებენ  სხვადასხვა ტიპის დახმარებას, როგორიცაა:

  • დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
  • გარკვეული პერიოდით ბინის ქირის დაფარვა;
  • პროფესიის მიღების ხელშეწყობა;
  • დასაქმების ხელშეწყობა;
  • სხვა სახის სოციალური დახმარება.

ადგილმდებარეობა: თ. ერისთავის ქ. #2დ,  0192 ქ. თბილისი