• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

ახალგაზრდების დაცვა და განვითარება

Home / ახალგაზრდების დაცვა და განვითარება

ახალგაზრდების დაცვისა და განვითარების მიზნით,  ქ. ქუთაისში ფუნქციონირებს დღის ცენტრი.

 

 

დღის ცენტრი  ქ. ქუთაისში

დღის ცენტრის მიზანი: ქუთაისის ყველაზე მოწყვლადი ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და არასრულწოვანთა დანაშაულის პრევენცია.

 

საქართველოს კარიტასის ქუთაისის დღის ცენტრში ბავშვებს, სოციალურად და ეკონოკურად დაუცველი ოჯახებიდან, შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში, კვალიფიციური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების ხელმძღვანელობით.

ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში, ბავშვები დახმარებას იღებენ სასკოლო საგნების მომზადებაში და დამატებით სწავლობენ მათემატიკას, ქართულ და ინგლისურ ენებს.  გარდა ამისა, ბავშვები გამოიმუშავებენ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, სწავლობენ ქსოვას და თექის ტექნოლოგიებს. აგრეთვე, ცეტრში აბიტურიენტებს ამზადებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად.

ცენტრი ყოველწლიურად ემსახურება დაახლოებით 100 ბავშვს, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახებიდან.

 

პარტნიორები: საქართველოს შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქ. ვერონის კარიტასი, ასოციაცია “A.B.C.S.”, სკოლა “Alle Stimmate”, ასოციაცია იტალია – საქართველო, ასოციაცია “Amici Don Baldo“,  ტრენტოს პროვინცია, ქ. ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტო  და საჯარო სკოლები.

კოორდინატორი: ირაკლი აბაშიძის ქუჩა 33, ქუთაისი