28 იან
  • By Nino Gambashidze
  • Cause in

ახალგაზრდა მსახიობების ახალი თეატრალური წარმოდგენა

საახალწლო არდადაგების დროს, საქართველოს კარიტასის დღის ცენტრის ბავშვებმა წარმოადგინეს სპექტაკლი „ყინულის ბიჭი“. ემოციური ისტორია ძმობაზე, იმედებზე, შობასა და სასწაულებზე.

სპექტაკლი მოგვითხრობს ორი ძმის თავგადასავალს, რომლებიც დაიკარგნენ და ერთმანეთს ეძებდნენ. წარმოდგენა სავსე იყო ქართული ტრადიციული ცეკვებითა და სიმღერებით. ბავშვები, ლამაზ კოსტუმებში გამოწყობილნი, თეატრალურ ნომრების დიდი ენთუზიაზმით ასრულებდნენ.

წარმოდგენა  ისეთი წარმატებული იყო, რომ იგი განმეორებით, 15 იანვარს, ჩატარდა. ამჯერად სპექტაკლს დაესწრნენ სოციალური მუშაკები, საქართველოს კარიტასის ბენეფიციარები და წარმომადგენლები, დირექტორისა და მენჯერების ჩათვლით. თეატრალური წარმოდგენის შემდეგ, პატარა მსახიობებმა მიიღეს საჩუქრები და ტკბილეული.

საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი  მართავს დღის ცენტრებს, მოწყვლადი ბავშვებისა და  ახალგაზრდებისთვის, ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, სოფელ არალში, ვალესა და ეშტიაში. პროექტების მთავარი მიზანია, სოციალურად დაუცველი ბავშვების ოჯახების გაძლიერება,  მათი ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

 

 

 

Nino Gambashidze