• "Volunteer work is a way to grow in the self-giving love which gives life its deepest meaning”. –Benedict XVI.

რატომ უნდა გავხდე მოხალისე?

„… მოხალისეთა სამუშაო არის თავგანწირული სიყვარულის გაზრდის გზა, რომელიც სიცოცხლეს ყველაზე ღრმა მნიშვნელობას ანიჭებს“.
~ პაპი ბენედიქტე
XVI


რა არის მოხალისეობა?

მოხალისეობა არის, სხვების დასახმარებლად გაწეული უანგარო, გაცნობიერებული და გადაუხდელი საქმიანობა, რომელიც  მეგობრულ და ნათესაობრივ ურთიერთობებს სცილდება.
მოხალისეებსა და კარიტასს შორის ურთიერთობა „ურთიერთგაცვლითი პრინციპით“ ხორციელდება:

მოხალისეები გასცემენ კარიტასი გასცემს
  • დრო
  • ენერგია
  • ერთგულება
  • ენთუზიაზმი
  • ცოდნა და უნარები
  • გამოცდილება
  • მეგობრობა
  • ორიენტაცია და ტრეინინგები
  • დავალებები და განრიგი
  • ზედამხედველობა
  • მხარდაჭერა
  • რესურსები
  • მოტივაცია
  • აღიარება
მოხალისეები მიიღებენ კარიტასი მიიღებს
  • ცოდნა
  • გამოცდილება
  • ახალი უნარები
  • მეგობრობა
  • კმაყოფილება
  • ცოდნა და უნარები
  • მხარდაჭერა მიზნების მიღწევაში
  • საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება
  • წარმომადგენლობა
  • კონტაქტები

 

რა აძლევს ადამიანებს მოტივაციას, რომ გახდენენ მოხალისეები?

1)  იდეოლოგიური, ეთიკური და მორალური მიზეზები – მოხალისეებს სურთ:

  • იმუშაონ პოზიტიური სოციალური ცვლილებებისათვის;
  • გამოიყენონ საკუთარი უნარ-ჩვევები, შესაძლებლობები და ცოდნა, სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
  • არა მხოლოდ მიიღონ, არამედ მოუტანონ საზოგადოებას სარგებელი.

2) პირადი მიზეზები – მოხალისეები მუშაობენ, რადგან:

  • სხვისი დახმარებისგან მიიღონ სიამოვნება და კმაყოფილების გრძნობა;
  • მიიღონ სამუშაო გამოცდილება და ახალი უნარები;
  • დაამატონ ახალი გამოცდილება საკუთარ რეზიუმეში;
  • შეძლონ ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან;
  • მიიღონ ალტერნატიული გამოცდილება თავისუფალ დროს;
  • შეიძინონ ახალი მეგობრები, პირადი და პროფესიული კავშირები.

იხილეთ მეტი ინფორმაცია “მოხალისეს სახელმძღვანელოში” ან გადმოტვირთეთ ის აქედან.

მოხალისეების სამუშაო საქართველოს კარიტასში

საქართველოს კარიტასის მოხალისეებს, შესაძლებლობა აქვთ დაეხმარონ სხვადასხვა გაჭირვებულ ადამიანებს. კარიტასის პროგრამები ეხმარება: ობლებს, ტოლვილებს, უსახლკაროებს, მარტოხელა მოხუცებს, ავადმყოფებს, სოციალურად დაუცველ პირებს, სტიქიური მოვლენებისა და შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ადამიანებს, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს და სხვა. კვირაში რამოდენიმე საათის მოხალისეობრივ სამუშაოს, შეუძლია შეცვალოს ადამიანის ცხოვრება.

 

მოხალისეთა აქციები

მოხალისეებს  გარდა იმისა, რომ შეუძლიათ სხვადასხვა საქველმოქმედო პროგრამებში ან ადმინისტრაციულ სამუშაოში ჩართვა, საქართველოს კარიტასი ატარებს აქციებს, რომლებსაც ახორციელებენ მხოლოდ მოხალისეები. ეს აქციებია:

  • წვნიანი უსახლკაროთათვის

წვნიანი უსახლკაროთათვის არის მოხალისეთა აქცია, რომლის ფარგლებში ქუჩაში მცხოვრები ადამიანები კვირაში ორჯერ იღებენ ცხელ საკვებს.

  • ტანსაცმლის დარიგების პუნქტი

ტანსაცმლის დარიგების პუნქტი არის მოხალისეთა აქცია, რომელიც  სოციალურად დაუცველ პირებს, კვირაში ორჯერ, ტანსაცმლით ეხმარება.

  • მოხალისეთა საზაფხულო ბანაკები

მოხალისეთა ბანაკები, ზაფხულის პერიოდში ტარდება. მას აქვს აღმზრდელობითი დანიშნულება და ხორციელდება ბავშვებისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.  ალტერნატიურად, საჯარო დაწესებულებების გასაუმჯობესებლად, ღარიბ ქალაქებში და სოფლებში სამუშაო ბანაკები ტარდება.

 

არავის შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ ყველას შეუძლია რამის გაკეთება.

გახდი მოხალისე! შეავსე განაცხადი!

 

________________________________________________________________________________________________________________________

 Inga Ckheidze-001 ინგა ჩხეიძე

მოხალისეობის ოფიცერი

საქართველოს კარიტასი

ნუცუბიძის მე-2  პლატო,

ბესარიონ ჟღენტის ქ. 3ა,

0183 თბილისი, საქართვე

ტელ./ფაქსი: (+995 32) 221 78 19

ელ-ფოსტა: inga.chkheidze@caritas.ge