24 მაი
  • By David Mkheidze
  • Cause in

საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა აცხადებს ღია კარის დღეს

 

საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა

აწყობს ღია კარის დღეს

2017 წლის 2 ივნისი

მისამართი: თბილისი,  ა.ქურდიანის ქ. 3

ყველა დაინტერსებულ პირს და ორგანიზაციის წარმომადგენელს საშუალება ექნება გაეცნოს  პროგრამის საქმიანობას და მიიღოს უფასო სამედიცინო მომსახურება და კონსულტაცია.

საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის სამედიცინო გუნდი გთავაზობთ:

  • პრეზენტაციას პროგრამის საქმიანობის შესახებ 14:00 სთ-ზე;
  • „შინმოვლის“ პროექტის სპეციალისტების კონსულტაციას პაციენტების მოვლის საკითხებზე;
  • თერაპევტის, ფსიქოლოგის, რეაბილიტოლოგის, სოციალური მუშაკის კონსულტაციას;
  • ჩატარდება სამედიცინო კვლევები – კარდიოგრამა, ექოსკოპია ;
  • შემოგთავაზებთ ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.

სამედიცინო მომსახურება განხორციელდება  11 საათიდან  17:00 საათამდე.  გთხოვთ წინასწარ ჩაეწეროთ სამედიცინო კონსულტაციაზე და გამოკვლევაზე, ტელეფონი: 235-10-63.

 

 ჩვენთან მოსვლით მიიღებთ თქვენთვის სასურველ ინფორმაციას და რეკომენდაციებს  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

                         

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 235- 10-63

 

David Mkheidze