20 ნოე
  • By Nino Gambashidze
  • Cause in

„Brave Kids“-ის ფესტივალი თბილისში ტარდება

2018 წელს საქართველოს კარიტასი ორგანიზებას გაუწევს “Brave Kids” -ის ფესტივალს, რომელიც თბილისში პირველად გაიმართება. ფესტივალს 150-ზე მეტი ბავშვი დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც საკუთარ კულტურას წარმოადგენენ. პროექტი დაფინანსებულია „Creative Europe“ – ის მიერ.

„Brave Kids“ არის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც 2009 წლიდან ტარდება „Goat Theater Association“-ის ორგანიზებით ვარშავაში, პოლონეთში,  „UNESCO“-სა და პოლონეთის კულტურისა და მემკვიდრეობის პატრონაჟით. მისი მისიაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ბავშვების მეგობრულ გარემოში გაერთიანება და ერთმანეთის კულტურის პატივისცემა.

ფესტივალზე, სამი კვირის განმავლობაში „Brave Kids“ გააერთიანებს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ჰუმანიტარული პრობლემების მქონე ქვეყნებიდან (როგორებიცაა ბუნებრივი კატასტროფები, პოლიტიკური კონფლიქტები, სიღარიბე) და ახალგაზრდებს, რომლებიც სტაბილურ გარემოში ცხოვრობენ. პროფესიონალი ხელოვანი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, ბავშვები ერთმანეთს გააცნობენ საკუთარ კულტურას, იდეებს და უნარებს. ბავშვები აღმოაჩენენ ახალ პოტენციალსა და ფასეულობებს, რაც გაზრდის მათ თავდაჯერებულობასა და ამბიციებს. ეს პროცესი ხელს უწყობს ახალგაზრდების სოციალურ განვითარებას, ეხმარება მათ განახორციელონ დადებითი ცვლილებები საკუთარ ცხოვრებასა და საზოგადოებაში.

საქართველოს კარიტასი უკვე 5 წელია, რაც  „Song of the Goat Theatre Association – Brave Kids“-ის პარტნიორია. 2012 წლიდან, ბავშვები და ახალგაზრდები საქართველოს კარიტასიდან მონაწილეობას იღებენ „Brave Kids“-ის ფესტივალებში და საერთაშორისო საზოგადოებას აცნობებ ქართულ ტრადიციულ ცეკვებს, სიმღერებსა და კულტურას.

პირველად, 2018 წელს, საქართველოს კარიტასი „Brave Kids“-ის ფესტივალს პოლონეთთან, სლოვაკეთსა და უკრაინასთან ერთად თბილისში ჩაატარებს. შესაბამისად, გულითადად ველოდებით ბავშვებს და მათ წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომ შევთავაზოთ მეგობრობა და ერთად მოვახდინოთ პოზიტიური ცვლილება ახალგაზრდების ცხოვრებაში.

 

Nino Gambashidze