ახალგაზრდების, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამების წარმომადგენლების ვიზიტი გერმანიაში

სასწავლო ვიზიტი გერმანიის ქ. შტრაუბინგში

2017 წლის 23-29  აპრილს გერმანიის ქალაქ შტრაუბინგში გამოცდილებების გაზიარების მიზნით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს კარიტასის ბავშვთა და ახალგაზრდების, ჯანმრთელობის  და სოციალური დაცვის პროგრამების წარმომადგენლები. ვიზიტი განხორციელდა გერმანიის კარიტასის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც კარიტას შტრაუბინგის ხელმძღვანელმა ნორბერტ შაიდლერმა და ორგანიზციის თანამშრომლებმა ქართულ მხარეს გააცნეს ორგანიზაციის მუშაობის სხვადასხვა მიმართულებები. საქართველოს კარიტასის თანამშრომლებმა მოინამოინახლეს ბავშვთა დღის ცენტრები, საბავშვო ბაღები, სოციალური საცხოვრებლები, ხანდაზმულთა თავშესაფრები, სოციალური საცხოვრებლები, შინმოვლისა და შშმ პირებისათვის განკუთვნილი დასაქმების სოციალური საწარმოები. შტრაუბინგის კარიტასში მიღებული გამოცდილება ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამას ხელს შეუწყობს მუშაობის ისეთი მიმართულებებით გაძლიერებას როგორიცაა:

  • შინმოვლის ბენეფიციარებთან  დოკუმენტაციის ფორმების გაუმჯობესება,
  • თანამშრომლების შეფასების კრიტერიუმების დახვეწა,
  • არაფორმარული მომვლელებისათვის სარეკომენდაციო სამსახურის ჩამოყალიბებაა
  • სასწავლო საკონსულტაციო ცენტრში მოვლაში ჩართული ისეთი კვალიფიკაციის პერსონალის გადამზადება, როგორიცაა მომვლელი -მეთვალყურე.

ბავშვთა და ახალგაზრდების პროექტები მუშაობას გაუმჯობესებენ შემდეგი ასპექტებით;

  • დედათა და ბავშვთა სახლის თანამშრომლობის გაღრმავება სოციალურ სააგენტოებთან
  • დედათა და ბავშვთ სახლში დამატებითი გამაჯანსაღებელი აქტივობების დაგეგმა და განხორციელება
  • ბავშთა დღის ცენტრში ბავშვებისათვის მართული თავისუფალი გარემოს შექმნა
  • ბავშვთა დღის ცენტრში ფასიანი მომსახურების შემოღება
  • ბენეფიციართა მშობლებს/მერუვეს გაეწევა კონსულტაციები მათი ფინანსური პრობლემების მოგვარების მიზნით.
  • ყოველფღიურ მუშაობაში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტექნიკები ბავშვთა მოტივაციის გაზრდის მიზნით
  • სწავლების პროცესის მეთოდური გაუმჯობესება, კერძოდ- „სწავლება თამაშებით“
  • კარიტას შტრაუბინგიდან მიღებული დოკუმენტაცია, გერმანიაში მოქმედი ბავშვთა დაცვის პოლიტიკისა და სტანდარტების შესახებ, ხელსშეუწყობს ბავშვთა და მოზარდთა ინტერესების ადვოკატირებას  დონეზე.

ვიზიტის დროს გაიმარათა შეხვედრები  ქ. შტრაუნბინგის მერთან ბნ. მარკუს პანერმაიერთან, ქალაქის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან ბნ. მარკუს ვიმერთან, ჯანმრთელობის  დაზღვევის დირექტორთან გეორგ კაგერმაიერთან დათვითმმარველობების სხვა თანამშრომლებთან რომლებიც გაეცნენ საქართველოს კარიტასის პროექტებსა და თავის მხრივ წარმოადგინეს კარიტას შტრაუბინგთან თანამშრომლობის მექანიზმები.

განსაკუთრებით აღსანიშნვია შეხვედრა ქ. რეგენსბურგში  კარიტასის დირექტორთან და სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოს კარიტასთან თანამშრომლობის გაღრმავებზე.

აღსანიშნავია რომ გამოცდილების გაზიარების ფარგლებში იგეგმება კარიტას შტრაუბინგის თანამშრომლების ვიზიტი საქართველოს კარიტასში, რადგან მიიჩნევენ რომ ჩვენი გამოცდილება მათთვისაც მნიშვნელოვანია.