2017 წლის 22 მარტს ქალაქ ტრენტოში სემინარი გაიმართა

ამა წლის 20-24 მარტს ასოციაცია საქართველო-იტალიას მიწვევით ტრენტოში იმყოფებოდა თბილისის პროფესიულ სასწავლებელ „მერმისის“  დირექტორი ქალბატონი ნონა ღუდუშაური და საქართველოს კარიტასის თანამშრომელი ქეთი ფულარია, რათა მონაწილეობა მიეღოთ სემინარში თემაზე „ახალგაზრდების პროფესიული სწავლება საქართველოს კარიტასის სადურგლო სახელოსნოში“. პროექტი ნაწილობრივ დაფინანსებულია ტრენტოს ავტონომიური რეგიონის  მიერ.

სემინარში რომელიც 22 მარტს გაიმართა მოხსენება წაიკითხეს ასოციაციის პრეზიდენტმა დოქტორ ბრუნო ფრონცამ, ჟურნალისტმა მარკო ძენიმ, არქიეპისკოპოსმა მონსინიორ ლუიჯი ბრესანმა, ENAIP -ის დირექტორმა დოქტ. მარია კრისტინა ბრინდიმ,  პროფ. მარკო პანიცამ,  მერმისის დირექტორმა ქალბატონმა ნონა ღუდუშაურმა    და  საქართველოს კარიტასის თანამშრომელმა  ქეთი ფულარიამ. დასკვნითი   სიტყვით გამოვიდა  თავმჯდომარე სარა ფერარი, რომელმაც პროექტის წარმატებებზე ისაუბრა და მომავალშიც თანამშრომლობის სურვილი გამოხატა.