პაპის მარტის თვის მისიონერული ლოცვა ქალებს ეძღვნება

პაპი ფრანცისკეს მარტის თვის მისიონერული ლოცვა ქალებს ეძღვნება, რათა მათი როლი ეკლესიურ ცხოვრებაში ყოველთვის იყოს აღიარებული.  2013 წლის სამოციქულო მოწოდებაში, “Evangelii Gaudium” (ლათინურად “სახარების სიხარული”) პაპმა ფრანცისკემ დაწერა: „ეკლესია აღიარებს უდაბლო წვლილს, რომელსაც საზოგადოება ღებულობს ქალების მგრძნობიალობის, ინტუიციისა და სხვა, განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშნების  მეშვეობით, რომლებიც კაცებისგან განსხვავებით, მათ გააჩნიათ.“  ამასთან დაკავშირებით, მან იფიქრა იმაზე, მაგლითად, თუ როგორ შეშფოთებას გამოხატავს ქალი სხვების მიმართ, რომელიც გამოისახება განსაკუთრებით, თუმცა არა მხოლოდ, დედობაში. ეს ეხმიანება წმინდა იოანე პავლე II-ს აზრს, რომელიც ასე წერდა: “ქალი ალბათ მამაკაცზე უკეთ გრძნობს ადამიანს იმიტომ, რომ უყურებს მას თავისი გულით.“ ქალებში მამაკაცებზე მეტად არის ჩადებული აღმზრდელის ფუნქცია. სამოციქულო წერილში „Mulirem Dignitatis“ ასე წერს პოლონელი პაპი „ქალური გენიოსის“ შესახებ: „მსოფლიოში, რომელსაც სიკვდილის  კულტურა ამძიმებს, ჩვენ, როგორც არასდროს აქამდე, გვჭირდება ქალი – უნიკალური ძღვენი.“ იანვარში წირვის დროს, ქადაგებაში პაპმა ფრანცისკემ ხაზი გაუსვა ქალის პირველად და შეუცვლელ როლს ახალი თაობისთვის რწმენის გადაცემაში. რწმენა – მან თქვა – არის ძღვენი, რომელიც გადადის თაობიდან თაობაზე “დედების და ბებიების ლამაზი მუშაობის მეშვეობით და ასევე სხვა ქალების დახმარებით, რომლებიც ამ როლს ასრულებენ, ძიძაა ეს თუ მამიდა.” პაპმა განმარტა ქალის ეს პირველადი როლი, იმ მარტივი მაგალითით, რომ ქალმა შვა იესო ამ სამყაროში. ეს არის გზა, რომელიც იესომ აირჩია. მას სურდა, რომ დედა ყოლოდა: რწმენის ძღვენი ჩვენთან მოდის ქალის მეშვეობით, ისევე,  როგორც იესო მოვიდა ჩვენთან წმინდა მარიამის მეშვეობით. მოდით ამ თვის ლოცვაში წმინდა მამას შევუერთდეთ, რათა ქალის უნიკალური წვლილი ეკლესიის ცხოვრებაში ყოველთვის იყოს აღიარებული.

 

წყარო: http://en.radiovaticana.va/news/2015/03/02/popes_missionary_prayer_intention_for_march_is_for_women/1126573