საქართველოს კარიტასმა დაიწყო მოხალისეების ახალი პროექტი -„მზიანი ოთახი“

  • Be the reason behind the smiles.

 

2016 წლის ბოლოს, საქართველოს კარიტასის მოხალისეებმა დაიწყეს ახალი პროექტი – „მზიანი ოთახი“. პროექტის ფარგლებში, მოხალისეები რეგულარულად ხვდებიან ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მათ აღზრდაში მონაწილეობას იღებენ. ყოველი შეხვედრა შეიცავს აღმზრდელობით და გასართობ ელემენტებს, წინასწარ მომზადებული პროგრამით. ასევე, თითოეულ შეხვედრას გააჩნია თავისი თემა (მაგ.: „მეგობრობა“, „შრომა“, „მხარდაჭერა“ და სხვა), რასაც  შეხვედრის ყველა ნაწილი უკავშირდება.

პროექტის დაწყების ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს კარიტასის მოხალისეებს, რომლებიც ყოველ ზაფხულს ბავშვებისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, აღმზრდელობით ბანაკებს ატარებენ.  10-14 დღიან ბანაკის შემდეგ, მათ აღარ ჰქონდათ  ბავშვების ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. შესაბამისად მოხალისეებმა გადაწყვიტეს, რომ განეხორციელებინათ პროექტი, “მზიანი ოთახი”, რის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა აქვთ კვირაში ერთხელ  ბავშვთა ათკაციან ჯგუფს შეხვდნენ და მათი ცხოვრება გაახალისონ.