განათლების სამინისტრომ დააჯილდოვა შინმოვლის პროექტის კოორდინატორი მარიამ მიქაძე

2016 წლის 23 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების შეჯამების, არსებულ გამოწვევებზე რეაგირების და რეფორმის სამომავლო ნაბიჯების განხილვის მიზნით შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრის ბოლოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრის დირექტორმა ქ-მა თამარ სანიკიძე სიგელით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა ,,პროფესიული მოდულური საგანამანათლებლო პროგრამების დანერგვაში შეტანილი განსაკურებული წვლილისათვის“ პროფესიული პედაგოგები, მათ შორის საქართველოს  კარიტასის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიქაძე.