2016 წლის 16 დეკემბერს, ბავშვთა ზრუნვის სფეროში მოქმედი პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა

 

2016 წლის 16 დეკემბერს სასტუმრო ,,ამბასადორი თბილისში“ შედგა პროექტის „მიუსაფარ ბავშვთა რეაბილიტაცია“ დახურვის ღონისძიება.

პროექტი რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა მომსახურების თანადაფინანსების პარალელურად  მიზნად ისახავდა ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე სპეციალისტების პროფესიულ ზრდას.

პროექტი განხორციელდა იტალიის ავტონომიური რეგიონის ფრიული-ვენეცია-ჯიულიასა და მისი პარტნიორების, უდინეს ეპარქიის კარიტასის ცენტრთან და მისია ონლუსთან თანამშრომლობით.

პროექტის დახურვის ცერემონიალის სტუმრებს შორის იყვნენ იტალიის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ბ-ნი ანტონიო ენრიკო ბარტოლი, კარიტას უდინეს (იტალია) დირექტორი ბ-ნი პაოლო ზენაროლლა, ქვემო ქართლის გუბერნატორი ბ-ნი პაატა ხიზანიშვილი,   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მისასალმებელი სიტყვებისა და პროექტის შედეგების პრეზენტაციის შემდგომ სტუმრების წინაშე წარმატებული ისტორიებით წარსდგნენ საქართველოს კარიტასის ყოფილი ბენეფიციარები, რომელნიც ამჟამად თავად მუშაობენ მოწყვლადი ბავშვებისთვის.   ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს ბენეფიციართა ნამუშევართა გამოფენა.

მადლობას ვუხდით ჩვენს იტალიელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და მომავალი თანამშრომლობის მზადყოფნისთვის.