საქართველოს კარიტასის განვითარების პროგრამამ უმასპინძლა სტუდენტებს პროფესიული სწავლების მიზნით

პროექტის „ახალგაზრდების პროფესიული სწავლება საქართველოს კარიტასის სადურგლო სახელოსნოში“ ფარგლებში ა.წ. 3 დეკემბერს, საქართველოს კარიტასის ოფისში, შეიკრიბნენ პროფესიულ საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“  2016 წლის ბოლოს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები, პასუხისმგებელი პედაგოგები და კარიტასის განვითარების პროგრამის მენეჯერი. 1

ეს სამწლიანი პროექტი დაიწყო 2014 წლის ბოლოს. ყოველ წელს სტუდენტების ახალი ჯგუფი გადის რვათვიან სასწავლო კურსს  კოლეჯში “მერმისი“, სადაც სწავლობენ დურგლის ხელობას, რის შემდეგაც შესაძლებლობა ეძლევათ ოთხთვიანი პრაქტიკა გაიარონ საქართველოს კარიტასის სადურგლოში.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. თვრამეტ  წლამდე მოზარდები მშობლებთან ერთად იყვნენ მოსულები. შეხვედრაზე საუბარი იყო თითოეულის უფლება-ვალდებულებებზე, ურთიერთ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე. ახალგაზრდებს, რომლებიც რეგიონებიდან არიან ჩამოსული, იცხოვრებენ საქართველოს კარიტასის ტერიტორიაზე, როგორც ეს პროექტით არის გათვალისწინებული.