გერმანია, შტუტგარტი – საგანმანათლებლო ვიზიტი

14801018_1212049558833130_1435025591_n

2016 წლის 13-21 ოქტომბერს ქ. შტუტგარტში, ვიურთემბერგის დიაკონიის  მიწვევით, გაიმართა სამუშაო ჯგუფის ვიზიტი რომლის მონაწილეები იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის, ორგანიზაცია GIZ-ის, საქართველოს კარიტასის და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

ვიზიტის მიზანი იყო ხანდაზმულთა და პაციენტთა მოვლა დუალური განათლების და მობილობის გამოყენებით,   საქართველოსა და გერმანიაში. სამუშაო ჯგუფის წევრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ დღის ცენტრის, მოკლე  და გრძელვადიანი  საექთნო მოვლის სახლების საქმიანობას, დიაკონიის სოციალური სამსახურის  პროექტებს და მოხალისეობრივ აქტივობებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო საინტერესო შეხვედრები – გერმანიის განათლების სამინისტროსთან არსებული განათლების აღიარების სამსახურში და დიაკონიის ინსტიტუტში  სადაც მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია   პროფესიული განათლების დიპლომის აღიარების და  სასწავლო პროგრამისთვის კვალიფიკაციის მინიჭების რეგულაციების შესახებ.

კარიტას ინტერნაციონალის და გერმანიის კარიტასის მიწვევით, ვიზიტის მონაწილეებმა მოინახულეს ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტი და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ხანგრძლივი მოვლის სახლი.