PSM პროექტის მეორე საერთო შეხვედრა-ტრენინგი მოხალისეობის თემაზე

2016 წლის 25 ოქტომბერს „სამრევლო სოციალური მსახურების ანიმაცია და გაძლიერება საქართველოს კათოლიკურ თემებში“ პროექტის ფარგლებში, ქ. ახალციხეში მეორე საერთო შეხვედრა-ტრენინგი ჩატარდა, რომლის თემა იყო მოხალისეობა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის რაიონების და თბილისის ლიდერები, წინამძღვრები ლათინური, სომხური და ასირიულ-ქალდეური წესის სამრევლოებიდან.

ტრენინგზე მონაწილეებმა განიხილეს მოხალისეობა, მისი მნიშვნელობა საზოგადოებაში და სამრევლოში მოხალისეობის არსებობა. აგრეთვე იმსჯელეს თუ რა გზებით შეიძლება ადამიანების მოტივირება, რათა გახდნენ მოხალისეები. ტრენინგის დროს, ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის მაგალითებზე დაყრდნობით, განხილულ იქნა მოხალისეობის განვითარების გზები.

შეხვედრა დასრულდა გამოცდილების გაზიარებით და სამომავლო გეგმების დასახვით.

პროექტი დაფინანსებულია  აშშ-ს კარიტასის  “Catholic Relief  Services” /CRS მიერ.