აღმოსავლეთი ევროპის და კავკასიის კარიტასების საგანგებო ჯგუფის (EECCEG) მეექვსე რეგიონული სემინარი ქალაქ კიევში, 2016 წლის 4-6 ოქტომბერი.

dsc_0445საგანგებო სიტუაციები და კატასტროფები ხდება ყოველ დღე  მთელი მსოფლიოს მაშტაბით და კარიტასი არის ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ომების, მიწისძვრების და სხვა კატასტროფების მიერ დაზარალებულ ადამიანებს. იმისათვის, რომ აღნიშნულ სიტუაციებზე რეაგირება მოხდეს სწრაფად და პროფესიონალურად კარიტასის ორგანიზაციები არიან კატასტროფების პრევენციისა და რეაგირების სისტემის შემუშავების პროცესში.

როგორც ამ განვითარების ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპის და კავკასიის კარიტასების საგანგებო ჯგუფის (EECCEG)  მეექვსე რეგიონული სამუშაო სემინარი ჩატარდა 2016 წლის 4-6 ოქტომბერს, ქალაქ კიევში.

სემინარი დაიწყო მეგობრულ ატმოსფეროში უკრაინის კარიტასის ოფისში მისასალმებელი სიტყვით და მონაწილეთა მოლოდინების განხილვით. სემინარზე აღმოჩნდა პრაქტიკული სავარჯიშოებისა და გამოცდილების გაზიარების დიდი საჭიროება.

სემინარზე იმყოფებოდნენ ევროპის კარიტასის, უკრაინის კარიტასის, რუსეთის კარიტასის, საქართველოს კარიტასის, სომხეთის კარიტასის და აზერბაიჯანის კარიტასის წევრები. მათ შესაძლებლობა მიეცათ გაეზიარებინათ საკუთარი ქვეყნების გამოცდილება საგანგებო სიტუაციების სფეროში. ქვეყნებმა გააკეთეს პრეზენტაციები  იმ სიტუაციაზე, რომელსაც დაუპირისპირდნენ და იმ ადამიანების შესახებ ვისი დახმარება შეძლეს მუშაობის დროს.

დღის მეორე ნახევარში სემინარის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწყო: კარიტას ინტერნაციონალისის საგანგებო სიტუაციების სახელმძღვანელოს ტრენინგებს ატარებდა გერმანიის კარიტასის ტექნიკური მრჩეველი და ჰუმანიტარული ასისტენტი – პასკალ იონტა. ეს ტრენინგი ორი დღე გრძელდებოდა და შემდეგ მიზნებს მოიცავდა:

  • კარიტას ინტერნაციონალისის საგანგებო სიტუაციების სახელმძღვანელოს შინაარსის წარდგენა მონაწილეებისათვის;
  • სხვადასხვა დაფინანსების და დახმარების მექანიზმების როლი  და მათი გამოყენება  საგანგებო სიტუაციების დროს.

ტრენინგის ორი დღე დატვირთული იყო პრეზენტაციებითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით. სავარჯიშოები ტარდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2016 წლის მანძილზე მომხდარ რეალურ საგანგებო სიტუაციების გათვალისწინებით.

სემინარის მესამე დღე იყო მიძღვნილი საგანგებო სიტუაციენზე რეაგირების გეგმის შექმნას და EECCEG-ს განვითარებას მონაწილე ქვეყნებში და სამომავლო სამუშაოს განხილვას, აგრეთვე ახალი სტრატეგიისა და მიზნების  შექმნას და შეფასებას .

აღმოსავლეთი ევროპის და კავკასიის კარიტასების საგანგებო ჯგუფის (EECCEG) რიგით მეექვსე რეგიონული სამუშაო სემინარი დასრულდა 6 ოქტომბერს, საღამოს. შედეგად მონაწილეებმა მიიღეს ახალი გამოცდილება კარიტას ინტერნაციონალისის საგანგებო სიტუაციების სახელმძღვანელოზე მუშაობით,  გაუზიარეს ერთმანეთს სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის პროგრამების წინა გამოცდილება და შეიმუშავეს მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმები.

მეტი სურათის სანახავად გადადით ლინკზე: http://caritas.ge/en/photo-gallery/