კინესთეტიკის ექსპერტები ეწვივნენ საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამას

მიმდინარე წლის ოქტომბერში კარიტას ალბა ლულიას დირექტორი ბატონი ანდრაშ მარტონი,  სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორი ბატონი პეტერ დიორგი და კინესთეტიკის ევროპული ასოციაციის წარმომადგენელი ბატონი შტეფან კნობელი ეწვივნენ საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამას. მათ შეისწავლეს საქართველოს კარიტასის სამედიცინო გუნდის გამოცდილება შინმოვლაში და განახორციელეს ერთობლივი ვიზიტები პაციენტებთან.

2016 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა კინესთეტიკის საინფორმაციო კონფერენცია  კონფერენცია გაიმართა საქართველოს კარიტასისა და ახლად დაარსებული საქართველოს კინესთეტიკის ასოციაციის თანამშრომლობით. კონფერენციას ესწრებოდნენ სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, სასწავლო ცენტრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. იქნა მიღებული გადაწყვეტილება რომ კარიტას ალბა ლულია და  კინესთეტიკის ევროპული ასოციაცია ხელს შეუწყობს  კინესთეტიკის ცოდნის შემდგომ განვითარებას საქართველოს კარიტასის თანამშრომლებს შორის და აგრეთვე ამ ცოდნის გასავრცელებლად  საქართველოში.