საქართველოს კარიტასის აღსაზრდელები ფესტივალზე “Brave Kids”

გუშინ, 2016 წლის 5 ოქტომბერს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 24 სექტემბერი – 8 ოქტომბერი 2016 თბილისი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მცირე სცენაზე  შედგა ფესტივალი “Brave Kids”- ის დღე. ფესტივალის მისიაა ბავშვების მთელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბავშვების გაერთიანება მეგობრობის ატმოსფეროში და მათი კულტურების გაზიარება. ახალგაზრდა ხელოვანები ერთად მუშაობენ მხატვრულ პროექტებზე და შემდგომ მართავენ წარმოდგენებს საზოგადოებისათვის.

“Brave Kids”-ის ფესტივალის  ბოლო ფინალური შოუ გაიმართა ახალციხეში ამა წლის 28 ივნისს, ადგილობრივი ორგანიზატორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია “ტოლერანტი”-ს მხარდაჭერით.

გუშინ, 5 ოქტომბერს “Brave Kids”- ის დღის დროს თბილისში შედგა ორგანიზაციებისა და კერძო პირების შეხვედრა, ვისაც სურდა ინფორმაცია მიეღო Brave Kids პროექტის შესახებ (bravekids.eu/en).

საქართველოს კარიტასის ახალგაზრდული პროექტების აღსაზრდელები 2011 წლიდან ყოველ ზაფხულს მონაწილეობას იღებენ “Brave Kids” ახალგაზრდულ ფესტივალებში (მასპინძელი ქვეყანა – პოლონეთი).

Brave Kids ფესტივალის დღეს ბავშვები შეხვდნენ თავიანთ მეგობრებს, ცეკვავდნენ და მღეროდნენ და ჰქონდათ სიურპრიზებითა და ბედნიერებით სავსე დღე.