რომის პაპი ფრანცისკე შეხვდა ქველმოქმედების მუშაკებს და ბენეფიციარებს თბილისში

2016 წლის 1 ოქტომბერს 2016 პაპი ფრანცისკე შეხვდა ქველმოქმედების მუშაკებს და  ბენეფიციარებს წმინდა კამილოს სახელობის  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრში.

“ღარიბი და სუსტი ადამიანები ხომ ‘ქრისტეს ხორცია’, ქრისტესი, რომელიც ყველა კონფესიის ქრისტაინებს მიმართავს და მოუწოდებს იღვაწონ პირადი დაინტერესების გარეშე და მიყვნენ მხოლოდ სულიწმინდის კარნახს.” – პაპმა ფრანცისკემ მიმართა ქველმოქმედების მუშაკებს.

ქველმოქმედების მუშაკები საქართველოს კარიტასიდან, წმ. კამილოს ცენტრიდან, მღვდლები და მონაზნები ქუთაისიდან, ახალციხიდან, ვალედან, ხიზაბავრიდან, არლიდან, უდედან და გორიდან დიდი სიყვარულითა და სითბოთი შეხვდნენ რომის პაპს ფრანცისკეს. წმ. კამილოს ცენტრის ბენეფიციარებმა და საქართველოს კარიტასის დღის ცენტრის აღსაზრდელებმა შეხვდნენ პაპს ფრანცისკეს სიმღერითა და ცეკვით.