საერთაშორისო კონფერენცია ხანდაზმულობის თემაზე ქ. ერევანში

საერთაშორისო კონფერენციაზე  ქ. ერევანში საქართველოს კარიტასმა გაუზიარა კონფერენციის მონაწილეებს შინმოვლის განვითარების გამოცდილება.

2016 წლის 27 და 28 სექტემბერს ერევანში  გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ხანდაზმულობის საკითხებზე. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ სომხეთის შრომისა და სოციალურ საქმეთა სამინისტრო, სომხეთს კარიტასი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, შვეიცარიის წითელი ჯვარი სომხეთში. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა სომხეთის შრომისა და სოციალურ საქმეთა მინისტრმა ბნ. არტიომ ასატრიანმა და  გაეროს  კოორდინატორმა სომხეთში ბნ.-მა  ბრედლი ბოსეტომ. კონფერენციაზე  სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი იყო ხანდაზმულობასთან დაკავშირებული  სოციალური და ეკონომიკური  პრობლემები.

საქართველოს კარიტასის ჯანმერთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მენეჯერმა ბნ. – მა გაიოზ ყუბანეიშვილმა და  ქ. თბილისის მერიის სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსმა ბნ.-მა დავით გუბელიძემ წარადგინეს საქართველოს კარიტასის  შინმოვლის განვითარებისა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის გამოცდილება.