მრგვალი მაგიდა საქართველოში შინმოვლის განვითარების საკითხებზე

საქართველოში შინმოვლის განვითარებას ორი ათწლეულის ისტორია აქვს. სექტორის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია  ისეთ პრობლემებთან როგორიცაა  საექთნო განათლება,  საკანონმდებლო რეგულაციებს და სტანდარტებსა შემუშავება, ასევე  ადგილობრივი დაფინანსების წყაროები.

2016 წლის  26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში  გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა ზემოთ აღნიშნული პრობლემების განხილვას. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვისა და განათლების სამინისტროების, ქ. თბილისის მერიის, საგანმანათლებლო და სამედიცინო ცენტრებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ  დასმული პრობლემის მნიშვნელობა და ჩართულნი არიან  2016 წლის დეკემბერში ეროვნულ კონფერენციაზე მზადების პროცესში. ექპერტები და მთავრობის წარმომადგნელნები სამ თემაზე იმუშავებენ სამუშაო ჯგუფებში. ამ პროცესის ინიცირება საქართველოს კარიტასმა, საქართველოს საპატრიარქომ, გაეროს მოსახლეობის ფონდმა , საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოებამ, თბილისის მერიამ და საქართველოს თამარ მეფის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტმა გააკეთა, რომლებიც უხელმძღვანელებენ  სამუშაო ჯგუფებში შესაბამის თემათიკაზე მუშაობას.