გერმანელი ჟურნალისტების ვიზიტი საქართველოს კარიტასში

მიმდინარე წლის 7 სექტემბერს საქართველოს კარიტასს ეწვია გერმანიის კათოლიკური პუბლიცისტების ასოციაციის ჯგუფი, გერმანიის კათოლიკური ეპისკოპოსების კონფერენციის პრესსპიკერის  ბატონი მატიას კოფფის მეთაურობით,. დირექტორმა ქალბატონმა ანაჰით მხოიანმა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მენეჯერმა გაიოზ ყუბანეიშვილმა მიაწოდეს სტუმრებს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. დელეგაციის წევრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია შინმოვლის პროექტის შესახებ, რომელსაც აფინანსებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სამინისტრო და გერმანიის კარიტასი. გარდა ამისა, მათ მოინახულეს შინმოვლის პაციენტები ბინაზე, გაეცნენ დღის ცენტრის და ახალგაზრდული პროგრამის საქმიანობას და მიირთვეს სადილი კარიტასის სასადილოში.