პროექტი ,,სამრევლო სოციალური მსახურების ანიმაცია და გაძლიერება საქართველოს კათოლიკურ თემებში“


2016 წლის მაისში ,,საქართველოს კარიტასმა“  წამოიწყო პროექტი ,,სამრევლო სოციალური მსახურების ანიმაცია და გაძლიერება საქართველოს კათოლიკურ თემებში“.  პროექტის განხორციელდება ორი წლის განმავლობაში.  მისი პირველი მხარდამჭერი არის CRS/Catholic Relief Services აშშ-დან

პროექტის ძირითადი მიზანია  8 კათოლიურ  თემში – სამი ლათინური წესის, სამი სომხური წესის  და ორი ასირიუულ-ქალდეური წესის სამრევლოში – სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება,  დაფუძლენებული კათოლიკური სოციალური სწავლებით შთაგონებულ ქცევაზე, რომლის  მეშვეობითაც სამრევლოს ლიდერები შეძლებენ მოხალისეების მობილიზებას თვითგაძლიერებისა  და თემის განვითარების მხარდასაჭერად.

პროექტის ფარგლებში 2016 წლის 15-16 ივნისს თბილისში ჩატარდა შეხვედრა-ტრენინგი სამრევლოს ჯგუფების პოტენციური ლიდერებისთვის და სამრელვოს მოძღვრებისთვის.  მონაწილეები ჩამოვიდნენ სხვადასხვა რეგიონიდან.  პირველ  დღეს   ჩატარდა არაფორმალური შეხვედრა „საქართველოს კარიტასის“  სათავო ოფისში, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ ერთმანეთს, მეორე დღეს კი შეხვედრა-ტრენინგი მიმდინარეობდა ასირიულ-ქალდეურ კულტურულ ცენტრში.

შეხვედრა/ტრენინგის მიზნები იყო:

  • პროექტის ამოცანების წარდგენა ყველა მონაწილესთვის;
  • სხვადასხვა წესის კათოლიკური სამრევლო ჯგუფების უკეთესი ურთიერთგაცნობა;
  • კათოლიკური სოციალური სწავლების (CST) საფუძვლები – ისტორია, მეთოდოლოგია, პრინციპები;

ყოველი წესისთვის ჩატარდა ცალკე რეპლიკაციური შეხვედრა  ლიდერებისა და აქტიური მრევლისთვის. 2016 წლის 9 ივლისს ლათინური წესის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობდა წეროვანის შეხვედრების სახლ ,,ტაბგა“-ში, 2016 წლის 14 ივლისს სომხური წესის ჯგუფის შეხვედრა  –  ნინოწმინდის რაიონ სოფელ ეშტიაში და 2016 წლის 25 ივლისს  ასირიულ-ქალდეური წესის  ჯგუფის  შეხვედრა – „საქართველოს კარიტასის“ სათავო ოფისში.

შეხვედრის მიზანი იყო იმ ცოდნის გაუმჯობესება, რომელიც მონაწილეებმა მიიღეს პირველი შეხვედრის დროს და ასევე მათი შთაგონება, შესაძლებლობებისა და უნარების გაფართოვება კათოლიკური სოციალური სწავლების ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით.

შემდეგი  გაერთიანებული შეხვედრა ყველა წესის  ჯგუფისთვის, რომელზეც ძირითადი განსახილველი თემა იქნება მოხალისეობა, იგეგმება 2016 წლის ოქტომბერში.