სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

მომდინარე წლის 22 ივნისს, დიდუბე პლაზას საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია. რვა სამედიცინო სასწავლებლის 200-ზე მეტმა სტუდენტმა თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მიიღეს შინმოვის სასწავლო კურსის დასრულების სერტიფიკატები.

გერმანიის საელჩოს თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა დოქტორ კატარინა დერკორნმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების ექსპერტმა გიუნტერ დევოლდმა და კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა ნინო გომელაურმა მიულოცეს სტუდენტებს სასწავლო კურსის დასრულება და ხაზი გაუსვეს საექთნო განათლების განვითარების მნიშვნელობას საქართველოში.

სასწავლო კურსს ახორციელებს საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის სამედიცინო გუნდი შინმოვლის პროექტის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებენ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და გერმანიის კარიტასი. პროექტის მიზანია, მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების გარდა, საექთნო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისა და სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის სწავლება და ზრუნვის სერვისების საკანონმდებლო ბაზის შემუშავება