გერმანელი კონსულტანტების ვიზიტი საქართველოს კარიტასში

13086639_1009573252446331_5347649311803180756_o2016 წლის აპრილის ბოლოს, ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის „მოვლის“ განათლების სპეციალისტები, პროფესორი კორნელია კრიშელდორფი და პროფესორი ანა კელნერი  ეწვივნენ საქართველოს. ვიზიტის მიზანი იყო  პროექტის „შინმოვლის განვითარება საქართველოში“ ერთერთი კომპონენტის -საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობა. პროექტი  2014 წლიდან ხორციელდება საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მიერ გერმანიის კარიტასისა და გერმანიის ფედერალური სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფინანსური მხარდაჭერით.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  განათლების ხარისხის განვითარებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნულ ცენტრებში, ექთნების  და კერძო კოლეჯების ასოციაციების,  საგანმანათლებლო ცენტრების წარმომდგენლებთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა  საქართველოს კარიტასის სამედიცინო პერსონალის  პროფესიული კვალიფიკაციის  განვითარების და  სასწავლო პროგრამების გაუმჯობესების სფეროში.

13148433_1139911209373612_945951814_o DSC_5880

13161250_1139911199373613_1068005787_o