მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრი რუსთავში

2016 წლის 1 აპრილს ქ. რუსთავში, ფალიაშვილის ქ-ზე ამოქმედდა მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრი და მასთან არსებული სადღეღამისო თავშესაფარი. ცენტრის თანამშრომლები დიდი სიყვარულით შეეგებნენ პირველ ბენეფიციარებს. ბავშვებისთვის გაიმართა პრეზენტაცია ცენტრის მომსახურების შესახებ.
რუსთავის ახლად შექმნილი ცენტრი ყოველდღიურ მომსახურებას გაუწევს ყველაზე მეტად მოწყვლად ბავშვებს.