• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

წყალმომარაგების პროექტი

Home / წყალმომარაგების პროექტი

 

წყალმომარაგების პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის, გერმანული ორგანიზაცია “რენოვაბის”-ის მხარდაჭერით, 2017 წლის ივნისში დაიწყო.

პროექტის მთავარი მიზანია: ადგილობრივ ფერმერებს მიეცეთ სტაბილური შემოსავლის საშუალება, მათი მიწების მორწყვის მეშვეობით, რაც წარმოადგენს ძირითად რესურსს მდგრადი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის.

მთავარი მიზნის მისაღწევად, პროექტის მიხედვით, გარდა ტექნიკური ამოცანების გადაჭრისა, გათვალისწინებულია ადგილობრივი ტემის მობილიზაცია,  რათა სამუშაო პროცესში დახმარება გაგვიწიონ და მომავალში იყვნენ პასუხისმგებელი მთლიანი წყალმომარაგების სისტემის შენარჩუნებაზე:

  • სამუშაოს ჩატარება არსებული წყალსაცავის გადიდებაზე (გაფართოება და გაღრმავება), რათა მოსახლეობისთვის გაიზარდოს სარწყავი წყლის მარაგი;
  • 3000-მეტრის სიგრძის საირიგაციო მაგისტრალური მილსადენის გაყვანა წყალსაცავიდან ნაკვეთებში სარწყავი წყლის გამანაწილებელ პუნქტამდე;
  • კომიტეტის დაარსება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მომავალში მთლიანი სისტემის გამართულ მუშაობაზე და სარწყავი წყლის ადგილობრივი თემის ნაკვეთებში სამართლიან განაწილებაზე.

მიუხედავად უაღრესად მძიმე სამუშაო პიროვევბისა, მაღალმთლიან სამშენებლო მოედანზე 2017 წლის ბოლომდე დაახლოებით 11920 კუბ. მეტრი კლდოვანი მიწა იქნა ამოღებული და გადატანილი წყალსაცავის არედან, სათავე ნაგებობაზე რკინა-ბეტონის სამუშაოები ძირითადად დასრულდა და მაგისტრალური მილსადენის პირველი 890 მეტრი მილი თხრილში ჩაიდო.

ადგილობრივი მოსახლეობის წევრებმა, სამშენებლო ბრიგადას დახმარება გაუწიეს სათავე ნაგებობის მოწყობასა და მაგისტრალური მილსადენის პირველი ნაწილის ჩალაგებაში.

 

 

 

 

 

 

 

  • img08

    ლიანა მხეიძე

    განვითარებისა და გადაუდებელი დახმარების პროგრამების მენეჯერი

    ნუცუბიძის მე-2 პლატო, 3ა
    0183 თბილისი, საქართველო
    ტელ./ფაქსი: (+995 32) 221 78 19
    მობ: (+995 591) 22 97 03
    ელ-ფოსტა: liana.mkheidze@caritas.ge