„ჩვენი დროის გამოწვევებისა და წინააღმდეგობების გათვალისწინებით კარიტასს აქვს რთული, მაგრამ ფუნდამენტური მისია, 
რომ მთლიანი ქრისტიანული საზოგადოება გახადოს ქველმოქმედების საგანი.„

პაპი ფრანცისკე

ხედვა

სახარებით, ეკლესიის სოციალური სწავლებით,  გასაჭირში მყოფი ადამიანების გამოცდილებითა და იმედით შთაგონებული , საქართველოს კარიტასი მუშაობს ,,სიყვარულის ცივილიზაციისთვის და ცდილობს მიაღწიოს შემდეგს:

  • ყველა ბავშვის, ქალისა და მამაკაცის ადამიანური ღირსება და ძირითადი უფლებები უნდა იყოს დაცული და პატივცემული.
  • მშვიდობა, თავისულება, სამართლიანობა, მადლიერება, სოლიდარობა არის დაფასებული და ხელშეწყობილი.
  • საერთო დოვლათი პირად საჭიროებებზე უფრო მნიშვნელოვანია.
  • უნარშეზღუდულ ადამიანებს აქვთ საშუალება, რომ გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი უკეთესი გარემოს შექმნაში.
  • ბუნებრივი გარემო დაფასებულია.

 

მისია

ჩვენი მისიაა ვემსახუროთ სიღარიბეს საქართველოში და ხელი შევუწყოთ ქველმოქმედებას, სოციალური სამართლიანობასა და ადამიანების განვითარებას ქრისტიანული ღირებულებების, პატივისცემისა და თითოეული ადამიანის ღირსების გათვალისწინებით.

იმისთვის, რომ შეასრულოს მისია, საქართველოს კარიტასი:

  • ერთგულია იმ პრინციპებისა და ღირებულებების მიმართ, რომლებითაც ხელმძღვანელობს Caritas Internationalis და ევროპის კარიტასი.
  • ზრდის საზოგადოების ცნობიერებას სიღარიბისა და უსამართლობის საკითხებთან დაკავშირებით.
  • ამყარებს ურთიერთობას ეკლესიებთან, ასევე ეკლესიის საფუძვეზე არსებულ და საერო ორგანიზაციებთან და ცდილობს რომ სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა დაძლიოს განვითარებისა და სოციალური სამუშაოს დახმარებით.
  • ქმნის და ახორციელებს აქტივობებს, რომელთა დახმარებით შესაძლებლობას აძლევს ღარიბებს, რომ გააუმჯობესონ თავიანთი მდგომარეობა.
  • ცდილობს კარგი მაგალითი წარმოადგინოს ადამიანთაშორისი, კულტურათაშორისი და კონფესიათაშორისი ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით. საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, რომ განაგრძოს ინსტიტუციონალური განვითარება ინტეგრირებული სწავლებისა და ორგანიზაციის პოტენციალის გაზრდით.

პროგრამული პრიორიტეტები

პრიორიტეტი 1 : ჯანმრთელობისა და სოციალური მოვლა

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე და სოციალურად დაუცველი პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში  სოციალური / სამედიცინო დახმარებით, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციითა  და სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებით.

 სტრატეგიული მიზნები:

მიზანი 1: ხანდაზმული და სოციალურად დაუცველი ადამიანთა ჯგუფების  საჭირო სოციალური და პრევენციული სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა

მიზანი  2: ექთნების განათლების განვითარებაში წვლილის შეტანა

მიზანი  3: ადვოკატირება და ლობირება

მიზანი  4: ფასიანი სერვისების განვითარება

პრიორიტეტი II: ბავშვებისა და მოზარდების მოვლა და განათლება

სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდების საზოგადოებაში სოციალური დახმარება და ინტეგრირება

სტრატეგიული მიზნები:

მიზანი 1 : სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება.

მიზანი 2: ბავშვებისა და მოზარდებისთ ინტელექტუალური და სულიერი განვითარების უზრუნველყოფა და მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

მიზანი 3: ბავშვების მოვლის სისტემის გასაუმჯობესებლად შექმნას შესაბამისი გარემო და ხელი შეუწყოს საკანონმდებლო ფონის პროგრესს.

პრიორიტეტი III: ინდივიდებისა და თემების მდგრადი განვითარება

სამიზნე ჯგუფებისთვის განმავითარებელი ღონისძიებები, რომელიც გააუმჯობესებს მათი ცხოვრების დონეს და შეამცირებს ინდივიდებისა და ოჯახების ეკონომიკური მიგრაციის რიცხვს, ასევე კარიტასის სოციალური მსახურების გაძლიერება სამრევლოების დონეზე. 

სტრატეგიული მიზნები:

მიზანი 1:   ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა პრაქტიკულ   სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობით.

მიზანი 2: საქარველოში არსებული ოჯახებისა და ინდივიდების ეკონომიკური მიგრაციის პრევენცია, რაც შეამცირებს მიგრაციის პრობლემას და ტრეფიკინგის მსხვერპლს. ასევე ადამიანების სამშობლოში დაბრუნებასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის საკითხზე მუშაობა.

მიზანი 3:   საქართველოში არსებული კათოლიკური თემების სამ წესში – ლათინურში, სომხურში და ასურულ-ქალდეურში – სოციალური მსახურების ანიმაცია და გაძლიერება კარიტასის სამრევლო  ჯგუფის მიერ.

პრიორიტეტი IV: გადაუდებელი დახარება და მზადყოფნა

ჰუმანიტარული და სარეაბილიტაციო დახმარება არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული კარიტატის ორგანიზაციების ყველაზე პრიორიტეტული სამუშაო. თუმცა კატასტროფების რისკის შემცირება და მზადყოფნა გადაუდებელი სიტუაციების დროს, მათი ზემოქმედება ადამიანებსა და ინფრასტრუქტურაზე, რომელიც გაჩნდა არც ისე დიდი ხნის წინ დაზიანებული ეკოლოგიისა და შეცვლილი კლიმატური პირობების ფონზე. ეს საკითხი სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი ხდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

 სტრატეგიული მიზნები :

მიზანი 1 : კარიტასის მხარდამჭერი ჯგუფის მზადყოფნა ყველა სახის კატასტროფების დროს: ბუნებრივი კატასტროფა, ომი, ნაციონალური მასშტაბის უბედური შემთხვევები.

მიზანი 2: მჭიდრო თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებთან, რომლებიც პასუხისმგებელია გადაუდებელ სიტუაციებზე და სამოქალაქო საქმიანობაზე, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც გადაუდებელი სიტუაციების საკითხებზე მუშაობს.
მიზანი 3: კარიტას ინტერნაციონალის და ევროპის კარიტასის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტთან მჭიდრო ურთიერთობა  საქართველოში არსებული საშუალო და მაღალი დონის გადაუდებელი სიტუაციების დროს.

მიზანი 4:  სამიზნე თემების მდგომარეობის გამყარება იმისთვის, რომ  იყვნენ მომზადებული  კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული  ბუნებრივი კატასტრობეფისთვის, ასევე რომ შემცირდეს ამ კატასტროფების ნეგატიური ზემოქმებება როგორც ადამიანებზე, ისე ეკონომიკურ გარემოზე.

გეგმის დაფინანსება

სტრატეგიული გეგმა დაფინანსდება  სხვადასხვა ფონდების მოსაძიებელი აქტივობებით:

  • პატრნიორი ორგანიზაციების მიერ დასაფინანსებელ პროექტებში მონაწილეობა: გრანტები იქნება მოძიებული სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო დონორებისგან. ყველა პროგრამის დეპარტამენტი იქნება პასუხისმგებელი ახალ პროექტზე და სხავდასხვა საგრანტო განაცხადებში მონაწილეობაზე.
  • პირადი შემოწირულობები და სახალხო დაფინანსება: გრძელვანიანი სპონსორობის პროგრამა გათვლილია პირადი შემოწირულობების შეგროვებაზე. კარიტასის გვერდზე იქნება ღილაკი ,, შემოწირულობა“ მათთვის, ვისაც უნდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ასევე სტუმრებს შეეძლებათ, რომ დატოვონ შემოწირულობა. ყველა პროექტს ექნება განსაზღვრული კონკრეტული თანხა, რომელიც იქნება გათვალისწინებული პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე.
  • სახელმწიფო დაფინანსება : საქართველოს კარიტასი თანამშრომლობს სახელმწიფოსთან სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით და აქვს პროგრამები, რომლების ნაწილობრივ დაფინანსებულია სახემწიფოს მიერ.
  • შემოსავლის მომტანი საქმიანობები: სოციალური მეწარმეობა არის კარიტასის შემოსავლის კიდევ ერთი წყარო, რომელიც არის შექმნილი ორგანიზაციის სოციალურ მიზნებში ინვესტირებისთვის. მეწარმოებითა და ფასიანი მომსახურებით მიღებული შემოსავალი იქნება ინვესტირებული საქმიანობბებში, რომლებიც კარიტასს დაეხმარება მისსის განხორციელებასა და მიზნების მიღწევაში.