• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

ჩვენი მოწოდება და საქმიანობა

Home / ჩვენი მოწოდება და საქმიანობა

ჩვენი მოწოდება: ვინ ვართ ჩვენ?

საქართველოს კარიტასი არის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც 1994 წლის 3 ნოემბერს დაარსდა. ქრისტიანული რწმენით შთაგონებული, კარიტასი საქართველოს გაჭირვებულ მოსახელობას ემსახურება და ხელს უწყობს ქვეყანაში ქველმოქმედებისა და სამართლიანობის დამკვიდრებას.

ჩვენი მისია

ჩვენი მისია არის საქართველოში მცხოვრები მოწყვლადი ადამიანების დახმარება და ქველმოქმედების, სამართლიანობის, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა, ქრისტიანული ღირებულებების გათვალისწინებით და თოთოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით.

 

ჩვენი ხედვა

სახარებისგან, ეკლესიის სოციალური სწავლებისგან, გასაჭირში მყოფი ადამიანების გამოცდილებებისა და იმედებისგან შთაგონებული, საქართველოს კარიტასი ქართულ საზოგადოებაში „სიყვარულის ცივილიზაციის“ ჩამოყალიბებაზე მუშაობს და მიზნად ისახავს:

  • თითოეული ბავშვის, ქალისა და მამაკაცის ადამიანური ღირსებისა და ფუნდამენტალური უფლებების დაცვასა და პატივისცემას;
  • მშვიდობის, თავისუფლების, სამართლიანობის, მოწყალების, სოლიდარობის ხელის შეწყობას და დაფასებას;
  • საერთო საზოგადოებრივი ინტერესების ინდივიდუალურ ინტერესებზე მაღლა დაყენებას;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანების რესურსების განვითარებას და მათ სოციალიზაციას;
  • გარემოს დაცვას და პატივისცემას.

 

ჩვენი საქმიანობა: რას აკეთებს კარიტასი?

საქართველოს კარიტასი „კარიტას ინტერნაციონალის“ -ის მსოფლიო კონფედერაციის წევრია. საერთაშორისო კარიტასი (Caritas Internationalis) შედგება  160 წევრისგან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ეხმარებიან გასაჭირში მყოფ ადამიანებს.

საქართველოს კარიტასმა დაარსების დღიდან მრავალი პროექტი განახორციელა, რათა დახმარებოდა ყველაზე მოწყვლად, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს:  მარტოხელა, უმწეო მოხუცებს; უპატრონო და უსახლკარო ბავშვებს; სნეულებს და ხეიბრებს; იმედგაცრუებულებს და რწმენადაკარგულებს; უმუშევრებს; ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანს, მიუხედავად მათი ეროვნებისა თუ რელიგიური კუთვნილებისა.

საქართველოს კარიტასი დასახული მიზნების მისაღწევად სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, შემდეგი პროგრამების ფარგლებში:

 

გაიგეთ უფრო მეტი ჩვენს შესახებ: