• "No one has ever been poor by giving" - Anne Frank

საქველმოქმედო ფონდი, საქართველოს კარიტასი 2003 წლიდან ახორციელებს “შორ მანძილზე გაშვილება” პროექტს. პროექტის ფარგლებში, ნებისმიერ ინდივიდუალს შეუძლია  გაჭირვებული ბავშვის ან ხელმოკლე ხანდაზმულის დახმარება, რომელიც უკვე ჩართულია საქართველოს კარიტასის სხვადასხვა პროექტებში.
 ვინ არიან ამ პროექტის ბენეფიციარები საქართველოში?

  •  მიტოვებული არასრულწლოვნები, რომლებსაც გარკვეული დროის მანძილზე ქუჩაში, უკიდურეს სიდუხჭირეში მოუწიათ ცხოვრება; ობოლი  ბავშვები და ბავშვები ხელმოკლე, დევნილი ოჯახებიდან.
  • მარტოხელა, გაჭირვებული, სნეული, ყველანაირ ყურადღებასა და დახმარებას მოკლებული ხანდაზმული ადამიანები. პენსიონრები, რომლებიც სახელმწიფოსგან თვეში დაახლოებით 60 ევროს ოდენობის პენსიას იღებენ.

 

პროგრამაში  გავწევრიანება საკმაოდ ადვილია !

ჩამოტვირთეთ  ანკეტა აქ, შეავსეთ  და გააგზავნეთ “შორ მანძილზე გაშვილების” პროექტის კოორდინატორთან.

ან გააკეთეთ შემოწირულობა ონლაინ ფორმის შევსებით! 

 

შემოსაწირი თანხა არის 20 ან  25 ევრო თვეში, ან 300 ევრო წელწადში შესაძლებელია გადმორიცხოთ პირდაპირ საქართველოს კარიტასის ან მასთან ასოცირებულ პარტნიორების ანგარიშზე.

საქართველოს კარიტასი თავის მხრივ, პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას თქვენს შვილობილზე, წერილების, მისალოცი ბარათებისა და სურათების მეშვეობით. ხოლო თუ სტუმრობას და ბავშვის ან მოხუცის მონახულებას ისურვებთ, ყოველთვის სიხარულით დაგხვდებით.

ასევე გვსურს ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ ყველა იმ ადამიანის, ოჯახის, სამრევლოს და ასოციაციის მიმართ, რომლებიც წლების მანძილზე ეხმარებიან ჩვენს ბავშვებს და მოხუცებს.

უღრმესი მადლობა თანადგომისთვის!

________________________________________________________________________________________________________________

 

  დავით მხეიძე

“შორ მანძილზე გაშვილების” პროექტის კოორდინატორი

ნუცუბიძის მე-2 მ-რ, ჟღენტის ქ.3ა

0183 თბილისი, საქართველოს

ტელ/ფაქსი:  (+995 32) 221 78 19

მობ: (+995 595) 032815

ელ. ფოსტა: david.mkheidze@caritas.ge