მოკლე აღწერა: შინმოვლის პროექტი ითვალისწინებს პაციენტთათვის სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდებას სახლის პირობებში. შინმოვლის არსიალოგინს მიჯაჭვული პაციენტების უზრუნველყოფა სამედიცინო დახმარებით (პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია, აუცილებელიმედიკამენტების მიწოდება), მათი მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში (გადაადგილება, პერსონალური ჰიგიენის მოწესრიგება), პაციენტების და მათიმომვლელების რესურსების და შესაძლებლობების ამოცნობა, ზრდა და მხარდაჭერა (ინფორმირება, განათლება, უნარების განვითარება), პაციენტების დაახლობლების უზრუნველყოფა ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარებით (მხარდაჭერა ჯანსაღი სოციალური გარემოს შესაქმნელად, ასევე საჭირო სერვისებისმისაღებად და ა.შ.), პაციენტთა უზრუნველყოფა საჭირო დამხმარე საშუალებებით (ინვალიდის ეტლი, ყავარჯნები და ა.შ.).

მიზანი: პროექტის მიზანია პაციენტების ცხოვრების ხარისხის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა. განსაკუთრებითკი, პაციენტთა დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობის აღდგენა მათთვის ჩვეულ გარემოში, მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაჰოსპიტალიზაციისაგან პრევენცია.

სამიზნე ჯგუფი: ჩვენს სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც დროებითი თუ მუდმივი ფიზიკური ან გონებრივი პათოლოგიების გამო,დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი შეზღუდული აქვთ.

დაფარვის არეალი: პროექტი ხორციელდება თბილისის, ქუთაისის, ოზურგეთის, გორის და რუსთავის რეგიონებში. ყოველწლიურად შინმოვლის სერვისებიმიეწოდება 700–მდე ადამიანს.

პროექტის კოორდინატორები

 Maia Mikadze- HC Project Manager-001  

მარიამ მიქაძე                                         

პროექტის კოორდინატორი

ტელ/ფაქსი: +(995 32) 2343892

მობ.: +(995) 5 91 229 706

ელ-ფოსტა: mikadzemaiko@gmail.com

 

 Olena Gurgenidze- Home care_Gori-001 ოლენა გურგენიძე                                 

პროექტის კოორდინატორი გორში