• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

სამედიცინო დისპანსერები სამცხე-ჯავახეთში

Home / სამედიცინო დისპანსერები სამცხე-ჯავახეთში

შინმოვლა და სამედიცინო მომსახურება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

საქართველოს კარიტასი 1999 წლიდან ახორციელებს სამედიცინო დისპანსერების პროექტს სამცხე-ჯავახეთის ხუთ სოფელში: არალი, ვალე, ნაოხრები, უდე, ხიზაბავრა.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა  მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე  ხელმისაწვდომობის ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სახელმწიფო აფინანსებს სოფლის ექიმისა და საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამებს, სამცხე-ჯავახეთის სოფლების სამედიცინო მომსახურება კვლავაც პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან სამედიცინო მომსახურების მისაღებად სოფლის მოსახლეობას რაიონულ ცენტრში უწევს წასვლა. გარდა ამისა, რეგიონში არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულების ბინაზე მომსახურების გამოცდილება.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, საქართველოს კარიტასმა გადაწყვიტა ხელი შეუწყოს შინმოვლის განვითარებას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.  სამედიცინო დისპანსერების პროექტს 2018 წლიდან დაემატა შინმოვლის კომპონენტი.  ახალი პროექტი, სამედიცინო დისპანსერებთან ერთად, ითვალისწინებს შინმოვლის გუნდის შექმნას ახალციხეში. თბილისის შინმოვლის გუნდი მოამზადებს ორ ექთანს, რომლებიც გაუწევენ შინმოვლის მომსახურებას ახალციხის მოსახლეობას.

პროექტით გათვალისწინებულია 50 სოციალურად დაუცველი, ხანდაზმული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ბინაზე მომსახურება, ხოლო არალის, ვალეს, ნაოხრების, უდეს და ხიზაბავრას სამედიცინო პუნქტები კვლავაც მოემსახურებიან ამ სოფლების მოსახლეობას.

პროექტი, რომლის დასახელებაა „შინმოვლის და სამედიცინო მომსახურება სამცხე ჯავახეთის რეგიონში“ განხორციელდება 2018/2019 წლებში აშშ კათოლიკური ეპისკოპოსების საბჭოს დაფინანსებით.