• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება

Home / საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება

გადაუდებელი დახმარება „საქართველოს კარიტასის“ საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს, იგი ასევე მიეკუთვნება „კარიტას ინტერნაციონალის სტრატეგია 2015-2019“-ის  პრიორიტეტების მეორე ფაზას და „კარიტას ევროპის სტრატეგია 2011-2020“-ის პრიორიტეტების მეორე ფაზას.

გადაუდებელი დახმარება სხვადასხავა უბედურ შემთხვევებზე: ბუნებრივი თუ ხელოვნური (ომები, კონფლიქტები), საქვეყნო უბედური შემთხვევები,  დამოკიდებულია რა ტიპის და რა  მასშტაბის ზიანია მიყენებული დაზარალებულ მოსახლეობის რაოდენობაზე.

საქართველოს კარიტასმა, კარიტასის წევრ ორგანიზაციების და სხვა პარტნიორების დახმარებით უპასუხა ყველა იმ საგანგებო სიტუაციას, რაც კი მომხდარა საქართველოში 1993-1994 წლიდან მოყოლებული დღემდე:

  1. 1993 წელი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება საკვები პროდუქტებით – დახმარება მიღებულია დანიის მთავრობისგან დანიის კარიტასის დახმარებით
  1. 1994 წელი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება საკვები და არასაკვები პროდუქტებით, დახმარება სხვადასხვა საბავშვო, უნარშეზღუდულ და ხანდაზმულ პირთა მოვლის დაწესდებულებებს – ჰუმანიტარული დახმარება მიღებულ იქნა გერმანიის, დანიის და იტალიის კარიტასებიდან.
  1. 2000 წელი, საქართველოს რამოდენიმე რეგიონში, (სამცხე-ჯავახეთი, კახეთი და შიდა ქართლი) გაზაფხული – ზაფულის პეროდში მომხდარი გვალვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება – საგანგებო მიმართვა S.O.A. 62 /2000 საქართველო, გამოცხადდა „კარიტას ინტერნაციონალის“ მიერ.
  1. 2002 წელი, აპრილი თბილისში მომხდარი მიწისძვრა – საგანგებო მიმართვა S.O.A. 26 /2002 საქართველო – გამოცხადდა „კარიტას ინტერნაციონალის“ მიერ.
  1. 2002 წლის აპრილში თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაცია – გარემონტდა უსახლკარო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი „რწმენა“. ორმხრივი ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა გერმანიის კარიტასმა.
  1. 2004 წელი, თბილისში ჩასახლებული ჩეჩნეთიდან დევნილი პირების ჰუმანიტარული დახმარება- ფინანსური მხარდაჭერა გერმანიის კარიტასი.
  1. 2004 წელი, სამხრეთ-ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული დახმარება – საგანგებო მიმართვა S.O.A. 35 /2004 საქართველო, გამოცხადდა „კარიტას ინტერნაციონალის“ მიერ.
  1. 2005 წელი, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მომხდარი წყალდიდობა და მეწყერი – საგანგებო მიმართვა S.O.A. 17/2005 საქართველო, გამოცხადდა „კარიტას ინტერნაციონალის“ მიერ.
  1. 2005 წელი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსული სეტყვა – ფინანსური მხარდაჭერა გერმანიის კარიტასი
  1. საგანგებო მდგომარეობა „ზამთარი 2006-2007“ – ფინანსური მხარდაჭერა იტალიური ორგანიზაციები და სხვადასხვა ქვეყნის კარიტასები.
  1. 2008 წელი, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტი – საგანგებო მიმართვა EA 25 /2008, EA 31/2008 და EA 43/2008 საქართველო. კონფლიქტის შედეგად დევნილ პირთა ჰუმანიტარული დახმარება – გამოცხადდა „კარიტას ინტერნაციონალის“ მიერ.
  1. 2008 წელი, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტი – იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული დახმარება – საგანგებო მიმართვის ფარგლებს გარეთ დახმარება აღმოგვიჩინა სხვადასხვა კარიტასის წევრმა ორგანიზაციებმა, კათოლიკურმა ეკლესიამ (ეპისკოპოსთა კონფერენცია, სხვადასხვა ეპარქიები და სამრევლოები), სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებმა, რეგილიურმა ორგანიზაციებმა, არასამთავრობო ორგანიზციებმა, ფონდებმა, გაერთიანებებმა, ასოციაციებმა, კერძო პირებმა – ევროპიდან, ამერიკიდან და იაპონიიდან.
  1. 2009 წელი, სექტემბერი. რაჭა-ლეჩხუმის და იმერეთის ჩრდილოეთ მომხდარი მიწისძვრა – დახმარება აღმოგვიჩინა პოლონეთის კარიტასმა, კარიტას ამბროზიანამ (მილანი), სხვადასხვა ასოციაციებმა, სამრევლოებმა და კერძო პირებმა იტალიიდან.

საგანგებო მიმართვა სარეაბილიტაციო ფაზის ფარგლებში გამოაცხადა „კარიტას ევროპის“ საგანგებო განყოფილებამ.

გადაუდებელი დახმარების პროგრამა სამ ფაზად იყოფა: სწრაფი რეაგირების ფაზა, ადრეული აღდგენითი, რეაბილიტაცია/ განვითარების ფაზა. საქმიანობები, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ საგანგებო სიტუიაციებზე რეაგირებასთან დაკავშირებით იყოფა ფაზების მიხედვით – ნაწილი საპასუხო ქმედებისა შემოიფარგლება მხოლოდ სწრაფი რეაგირების ფაზით, ნაწილი ადრეული აღდგენითი, ხოლო ნაწილი კი რეაბილიტაცია/განვითარების ფაზით.

შენიშვნა: ყველა გადაუდებელი დახმარების პროექტს, რომელიც განახორციელა „საქართველოს კარიტასმა“, გააჩნია გარკვეული ნომერი (იხილეთ ზემოთ), რომლითაც წარმოდგენილია ერთ, ორ ან სამივე ფაზაში

  1. სწრაფი რეაგირების ფაზა;
  2. ადრეული აღდგენითი;
  3. რეაბილიტაცია/ განვითარების ფაზა.

 

 

  • img08

    ლიანა მხეიძე

    განვითარების და გადაუდებელი დახმარების პროგრამის მენეჯერი

    ნუცუბიძის მე-2 პლატო, 3ა
    0183 თბილისი, საქართველო
    ტელ./ფაქსი: (+995 32) 221 78 19
    მობ: (+995 591) 22 97 03
    ელ-ფოსტა: liana.mkheidze@caritas.ge