პროექტი “ახალგაზრდების პროფესიული სწავლება საქართველოს კარიტასის სადურგლო სახელოსნოში” წარმოადგენს 3-წლიან პროექტს, რომელიც დაიწყო 2014 წლის ბოლოს და სავარაუდოდ 2017 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მთავარი დონორია ტრენტოს ავტონომიური პროვინცია (იტალია) და ასოციაცია “იტალია-საქართველო” . აღსანიშნავია, რომ 2014-2015 სასწავლო წელი ნაწილობრივ  ვატიკანის “COR UNUM” (საპაპო საბჭომ) დააფინანსა.

განვითარების პროგრამისთვის პროექტი  პრიორიტეტულია, რადგან  ის საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს მიიღონ პროფესიული განათლება, რაც მომავალში  შესაძლოა  გახდეს მათი და მათი ოჯახების  შემოსავლის წყარო.

პროექტი ითვალისწინებს ყოველ წლიურად მაქსიმუმ  ათი სტუდენტის მიღებას,  ძირითადად სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ახალგაზრდებს საშუალება აქვთ რვა თვის განმავლობაში დაეუფლონ დურგლის პროფესიას სახელმწიფო საზოგადოებრივ კოლეჯში “მერმისი” ხოლო,  ბოლო ორი  თვე პრაქტიკა გაიარონ  საქართველოს კარიტასის სადურგლო სახელოსნოში.

ტრენტოს ავტონომიურმა პროვინციამ, ასოციაცია “იტალია-საქართველოს”-თან თანამშრომლობით სახელმწიფო კოლეჯს “მერმისი”  საჩუქეად  გადასცა  იტალიიდან გამოგზავნილი სხვადასხვა დანადგარები. საქართველოს კარიტასის სადურგლო სახელოსნოში ახალგაზრდებს პრაქტიკული საქმიანობის გარდა საშუალება აქვთ შეისწავლონ კომპიუტერული დიზაინის პროგრამა და იტალიური ენა.

პროექტის მთავარი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტი-ბენეფიციარები უზრუნველყოს ფინანსური მხარდაჭერით, რაც გამოიხატება  ყოველდღიური სადილის და ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურებაში, ხოლო, ზოგიერთი სტუდენტი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არის ჩამოსული, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში უზრუნველყოფილია საქართველოს კარიტასის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილით.

 

liana-1024x1024
ლიანა მხეიძე
განვითარების და გადაუდებელი დახმარების პროგრამის მენეჯერი
ნუცუბიძის მე-2 პლატო, ჟღენტის ქ. 3ა
0183 თბილისი, საქართველო
ტელ./ფაქსი:   (+995 32) 221 78 19
მობ:   (+995 591) 22 97 03
ელ-ფოსტა:  liana.mkheidze@caritas.ge